მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ინტერაქტიული საჯარო ლექციების ციკლი: „ისტორია და საერთაშორისო ურთიერთობები იტალიას, საქართველოსა და ევროპას შორის“.
ის სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურისა და ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია „Minerva“-ს მიერ არის ორგანიზებული.
პირველი ლექცია თემაზე: „საზღვრები, ავტონომები და უმცირესობები - წარსული, აწმყო და მომავალი“- ჩაატარა პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრმა იტალიიდან - მატია ბალდონიმ, რომელიც საქართველოში EVS Erasmus+ის პროექტის „Youth on the Bridge – European Identity between Italy and Georgia” ფარგლებში მოხალისედ ჩამოვიდა.
ლექცია იტალიურ-ქართულ ენებზე მიმდინარეობდა. მატია ბალდონის მოხსენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა