მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტზე ჩატარდა სსუ-ის და საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სოხუმის განყოფილების ერთობლივი ღონისძიება - პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძის პედაგოგიკური შრომების პრეზენტაცია.
პრეზენტაცია გახსნა და აუდიტორიას მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, განათლების აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე.
პროფესორ ჯემალ ჯინჯიხაძის ბიოგრაფიაზე, მის ღვაწლზე და განსაკუთრებულ ნიჭზე ისაუბრა ღონისძიების წამყვანმა, აკადემიკოსმა ოთარ ჟორდანიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, აკადემიკოსები და მოწვეული სტუმრები.
ყოველი გამომსვლელი განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს ბატონი ჯემალის მრავალმხრივ ნიჭს, რომელიც გამოვლინდა როგორც მათემატიკურ მეცნიერებებსა და პედაგოგიკაში, ასევე პოეზიასა და ლიტერატურაში.
აღსანიშნავია, რომ პროფესორი ჯემალ ჯინჯიხაძე არის: 60-მდე წიგნის და 200-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, 156 დისერტაციის ხელმძღვანელი და 20-ზე მეტი დისერტაციის ოპონენტი, 30-ზე მეტი წიგნის რედაქტორი და რაც მთავარია, მისი წიგნებით ხელმძღვანელობენ საქართველოს ყველა უნიერსიტეტის პედაგოგიკისა და მათემატიკის დარგების სწავლების მიმართულებით.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნები: თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები; პედაგოგიკური კვლევა (მეტოდოლოგია, მეთოდები, მეთოდიკა) და პედაგოგიკურ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, თავისი სტრუქტურით ქმნის ერთ ლოგიკურ მთლიანობას და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამედროვე ქართული პედაგოგიკის განვითარების ისტორიაში.
ღონისძიების დასასრულს ბატონმა ჯემალმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი უძღვნა სსუ-ის განათლების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლია ახალაძეს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ამ წიგნების გამოცემაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა