სიახლეები
სამასწავლებლო, ინტერვიუ

მოსწავლეებსა და სკოლაზე შეყვარებული პოეტი დირექტორი - გოჩა ძნელაძის 27 წელი მთის სკოლაში
14-01-2019
-
+


გოჩა ძნელაძე უკვე მე-15 წელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციაზე მუშაობს და სოფელში (და არა მხოლოდ სოფელ საჩხეურში) შემოქმედებითაც არის ცნობილი. 

მისი თქმით, ყველაზე ხშირად მშობლიურ სოფელზე წერს და ცდილობს, შინაგანი ტკივილი და წუხილი ლექსებით დაძლიოს. გოჩა ძნელაძემ საჩხეურის საჯარო სკოლაში მუშაობა 1992 წლიდან დაიწყო და დღემდე ამაყობს პირველი მოსწავლეებით, რომლებიც დღეს ძალიან წარმატებული ადამიანები არიან:

„ქუთაისის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მშობლიურ სოფელში დავბრუნდი და 1992 წლიდან მოყოლებული, უკვე თითქმის, 27 წელია ამ სკოლაში ვარ. სხვაგან არასოდეს არსად მიმუშავია. თავდაპირველად ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებელი ვიყავი, 2004 წლიდან კი საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი ვარ. კარგად მახსოვს ამ სკოლაში მუშაობის პირველივე წლები და ძალიან მეამაყებიან ჩემი პირველი მოსწავლეები, რომლებიც დღეს წარმატებული ადამიანები არიან. 

ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩემი შემოქმედება. პოეზიის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. სკოლის ასაკიდან ვწერ ლექსებს და ძირითადად, ალბათ, მაინც უფრო ჩემს მშობლიურ სოფელზე. ვცდილობ, ჩემი შინაგანი ტკივილი და წუხილი ლექსში გადმოვცე და ამით დავძლიო გარშემო არსებული მრავალი პრობლემა. გამოცემული მაქვს წიგნი, რომელიც ეძღვნება საჩხეურს და ასევე, ჩემი ლექსების კრებული და ამჯერად მეოთხე წიგნის დაბეჭდვას ველოდები, რომელიც იუმორისტული ნაწარმოებების კრებულს წარმოადგენს“.

გოჩა ძნელაძის თქმით, საჩხეურის საჯარო სკოლაში 5 მოსწავლის განათლებაზე ყოველდღიურად 6 პედაგოგი ზრუნავს:

„როდესაც ამ სკოლაში მოვედი, დაახლოებით 20 მოსწავლე სწავლობდა. დღეს სულ 5 მოსწავლე გვყავს. მათ განათლებაზე ჩემი ჩათვლით 6 პედაგოგი ზრუნავს. ჩვენი საბაზო სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები მეზობელ სოფელში ან ქალაქში მიდიოდნენ სწავლის გასაგრძელებლად. მაგრამ თითქმის 2 ათეულ წელზე მეტია ჩვენგან იქ მოსწავლე აღარ გადასულა. ნაწილმა საერთოდ აღარ გააგრძელა სწავლა, ნაწილი ქალაქში წავიდა. სკოლაში დღეს II, IV, VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები გვყავს, თუმცა, რეალურად სამ კლასში გვიწევს დაჯგუფების პრინციპით გაკვეთილების ჩატარება. II კლასის მოსწავლეს ცალკე უტარდება გაკვეთილები, მაგრამ IV და VI კლასის მოსწავლეებს ერთად, ხოლო VII და VIII კლასის მოსწავლეებს ერთად ვამეცადინებთ.

პედაგოგები ვცდილობთ სასწავლო გარემო მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო გავხადოთ, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს რამდენად გამოგვდის. ცუდია ის, რომ ბავშვებისთვის არ არსებობს ის კონკურენტული გარემო, რაც აუცილებელია მათ ასაკში“.

etaloni.ge-სთან საუბრისას საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი სოფლის ზოგად პრობლემებსაც შეეხო და გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, როგორ არის შესაძლებელი მათი მოგვარება:

„სოფლის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სიმცირე. დღეს სოფელში, სკოლის მოსწავლეების გარდა, მხოლოდ 2 მცირეწლოვანი ბავშვია. ერთი 4 წლის არის, მეორე წლის და თვეების. ხალხი ქალაქისკენ ილტვის. ამას სოფელში არსებული ბევრი პრობლემა განაპირობებს, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ბევრი გვისაუბრია და ყველა ვიზიარებთ არის ის, რომ სოფლისთვის უმთავრესია იყოს გზა. საუბარია არა ძალიან დიდ მონაკვეთზე, არამედ დაახლოებით 7-10 კილომეტრზე. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარება, ბევრ სხვა პრობლემასაც მოაგვარებდა. იქნებ, ქალაქში წასვლის ნაცვლად, მეზობელ სოფლებში გაეგრძელებინათ ბავშვებს სწავლა და შეგვენარჩუნებინა სოფელი.

როდესაც სოფლიდან ქალაქში ან რაიონულ ცენტრამდე საქმეებზე არცთუ იშვიათად გვიწევს წასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობის გამო ხშირად ფეხით გავდივართ ტყით დაფარულ საკმაოდ დიდ მონაკვეთს და ნადირისგან თავის დასაცავად, შეიძლება გაგეცინოთ, საახალწლო ასაფეთქებელ საშუალებებს ვიყენებთ. ეს მონაკვეთი განსაკუთრებით საშიშია ზამთრის პერიოდში, როდესაც შუადღეზე ფაქტობრივად სიბნელეა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება