მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პირველადი თავის ტკივილები
პირველადი თავის ტკივილი დამოუკიდებელი მიზეზით ვითარდება და სხვა დაავადებით არ არის გამოწვეული. პირველადი თავის ტკივილებს ჯგუფს მიეკუთვნება შაკიკი, კლასტერული თავის ტკივილი და დაძაბვის თავის ტკივილი.
შაკიკს ახასიათებს ძლიერი, ხანგრძლივი პულსირებადი თავის ტკივილი. ტკივილი შესაძლოა, გაგრძელდეს სამი საათიდან სამ დღემდე.
ბავშვს შესაძლოა, ჰქონდეს გულისრევა, ღებინება, სინათლისა და ბგერების აუტანლობა. ფიზიკური დატვირთვის დროს ტკივილი შესაძლოა გაძლიერდეს.
შაკიკი, როგორც წესი, მემკვიდრეობითია. მისი ეფექტური მკურნალობის შერჩევა მარტივი არ არის, აუცილებელია ნევროლოგის კონსულტაცია.
მაგრამ გაცილებით ხშირად ბავშვებს დაძაბვის თავის ტკივილი აქვთ. რით არის ის გამოწვეული?
პირველ რიგში, კისრის კუნთების გადაჭარბებული დაძაბულობით. მაგალითად, თავის ტკივილი შესაძლოა, გაჩნდეს სპორტის გაკვეთილის შემდეგ, თუ გაუვარჯიშებელმა ბავშვმა ბევრი იმოძრავა, ირბინა, იხტუნავა. ან პირიქით, იმის გამო, რომ ბავშვი დიდი დროს ატარებს თითქმის, უმოძრაოდ.
აღსანიშნავია, რომ სტრესმა და ზედმეტმა მღელვარებამ ასევე შესაძლოა კუნთების სპაზმი და თავის ტკივილი გამოიწვიოს.
თავის ტკივილის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს - მხედველობის პრობლემა. ბავშვი, როცა ცუდად ხედავს თვალებს ძაბავს. თვალების გამუდმებული დაძაბვა ასევე თავის ტკივილს იწვევს.
როდის უნდა მივმართოთ სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ