მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ირწმუნე შენი შვილის“ - ასე დაარქვა 1987 წელს გამოცემულ წიგნს სესილ ლუპანმა. იგი არც ფსიქოლოგია და არც პედაგოგი, უბრალოდ პროფესიონალი დედაა, რომელმაც შვილებთან ურთიერთობა დღიურში დეტალურად აღწერა.
დღეს ეს დღიური ადრეული განვითარების მეთოდური სახელმძღვანელოა და მთელ მსოფლიოშია პოპულარული. სესილ ლუპანი მშობლებს უზიარებს საკუთარ აზრს, როგორ უნდა აჩუქონ შვილს კარგი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ფსიქიკა, თავდაჯერებულობა, ცხოვრების სიყვარული, თავისუფლებისა და ახალი აღმოჩენების წყურვილი.
1. ყველაზე საუკეთესო მასწავლებლები ბავშვისთვის მშობლები არიან.
2. სწავლა თამაშია, რომელიც უნდა შეწყვიტო მანამდე, სანამ ბავშვი დაიღლება.
3. შეუძლებელია არ შეამჩნიო სხვაობა ბედნიერ ბავშვსა და იმ ბავშვს შორის, რომელსაც რაიმეს გაკეთებას აიძულებენ.
4. იძულების არარსებობა - პრინციპია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ამაშია ჩვენი ძალა.
5. ყველასთვის ცნობილია, რომ ბავშვი ისაუბრებს ისე, როგორც მის გარშემო მეტყველებენ. გარემოდან გამომდინარე ის ისაუბრებს დახვეწილი ენით ან ჟარგონული სიტყვებით, შესაძლოა პრიმიტიული და უხეში ენითაც კი.
6. მეტყველება განვითარებას ბავშვის დაბადებისთანავე იწყებს და არა იმ მომენტში, როდესაც ბავშვი პირველ სიტყვას წარმოთქვამს.
7. მეტყველების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა, უმჯობესია ყოველდღიურად. ბავშვისთვის კითხვის შეყვარება - თქვენი მთავარი ამოცანაა.
8. ბავშვის სიტყვიერი მარაგის გამდიდრება თქვენ ყოველდღიურ ამოცანად უნდა იქცეს. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას, ბავშვთან საუბრისას, თავი აარიდეთ ჟარგონებს და ვულგარულ სიტყვებს.
9. სკოლაში კითხვის სწავლებას ექვსი წლიდან იწყებენ, ეს ძალიან გვიანია. ექვსი წლისთვის აღქმის შესანიშნავი შესაძლებლობები სწრაფად ილევა.
10. ითვლება, რომ სწავლის დაწყების ოპტიმალური ასაკი 3-6 თვეა. ცუდი არ არის 1 წლის ასაკში დაწყებაც. 2 წლის შემდეგ ბავშვის სწავლება ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული იქნება.
11. რატომ არ შეიძლება ანბანით დაწყება? იმიტომ, რომ ყველა სწავლებას საფუძვლად უდევს პრინციპი: ნაცნობიდან და კონკრეტულიდან უცნობ და აბსტრაქტულამდე. ანბანის ასოები სრული აბსტრაქციაა. ენის ელემენტები არის სიტყვები და არა ასოები.
12. გონება არის ცოდნის ფლობის უნარი.
13. ენდეთ თქვენს შვილს, შესაძლოა მას უბრალოდ თქვენი გაღიზიანება უნდოდა ან სჭირდებოდა, გაგემეორებინათ მისთვის რაღაც კიდევ ერთხელ.
14. არასდროს მოატყუოთ ბავშვი. შეასრულეთ ყველაფერი რასაც დაჰპირდით.
15. მხარი დაუჭირეთ მის წამოწყებებს.
16. შეცდომების შესწორებისას, არასასურველი კომენტარები არ გააკეთოთ, თითოეულ სწორ პასუხზე კი შექება არ დაგავიწყდეთ.
17. ყოველთვის უპასუხეთ ბავშვის კითხვებს. თუ რაიმე არ იცით, არ შეგეშინდეთ ბავშვთან ამის აღიარების და მასაც აჩვენეთ სად მოძებნით პასუხს.
18. გამოთქვით თქვენი აზრი, ეცადეთ ყოველთვის დაასაბუთოთ.
19. თუ ბავშვი ინტერესს კარგავს, ნიშნავს, რომ თქვენ მას თავს აბეზრებთ იმით, რაც მან უკვე იცის.
20. არაფერი ისე არ გადაეცემა ბავშვს, როგორც შიში.
21. არასოდეს უთხრათ: „ეს ბავშვის საქმე არ არის, შენ ყველაფერს გაიგებ, როცა გაიზრდები“.
22. ბევრს ეშინია პატარა ბავშვისთვის საღებავების, ფუნჯებისა და ფანქრების მიცემა: ყველაფერს მოხატავს, გააფუჭებს, დახევს. მაგრამ ბავშვებს, რომელთაც თავის დროზე მუყაოს წიგნების დაღეჭვის, ძველი ჟურნალების დახევისა და ფანქრებით მოხატვის საშუალება მისცეს, უფრო ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე მათ, ვისთვისაც ამის უფლება არ მიუციათ.
23. არასოდეს უთხრათ ბავშვს, რომ ის ცუდად მღერის! მუსიკალური ხმების წარმოთქმის სისწორე თვითრწმენასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
24. არ შეიძლება ჯილდოს სახით ბავშვისთვის საკვების შეთავაზება. ეს ცუდია არა მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით, არამედ ფსიქოლოგიურადაც. თქვენი პატივისცემა ბავშვისთვის საუკეთესო ჯილდოა.
25. ბავშვებს გაცილებით მეტად უყვართ სწავლა, ვიდრე ტკბილეულის ჭამა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...