სიახლეები
საინტერესო

რომელი უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრეს მინისტრებმა
16-01-2019
-
+


მინისტრების სწავლა-განათლება და პროფესიული განვითარება ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. დიპლომების სკანდალის მომსწრეც არაერთხელ გავმხდარვართ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გადაგვეხედა, საქართველოს მოქმედი მინისტრთა აპარატისთვის და გვენახა, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებლებზე გააკეთეს წლების წინ არჩევანი. 

მამუკა ბახტაძე - პრემიერ მინისტრი


1999-2003წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრი მენეჯმენტსა და მიკროეკონომიკაში; 

1999-2003წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,  ბაკალავრი ელექტრომექანიკურ ინჟინერიაში; 

2003-2005წწ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლის მაგისტრი.

გიორგი გახარია -  საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი


1992-1994 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის  ფაკულტეტი

1994-2000 წწ. - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი - პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი

2002-2004 წწ. - მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უმაღლესი ბიზნეს სკოლა - ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA)

მაია ცქიტიშვილი - საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი


მაია ცქიტიშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი და სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.

გავლილი აქვს ჩეხური ენის კურსები პრაღის მეფე კარლის უნივერსიტეტში.

გიორგი ქობულია -  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი


1993 წელი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 

2001 წელი – ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლა (ატლანტა/ჯორჯია, აშშ) მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი;

დავით ზალკალიანი - საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი


1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

ივანე მაჭავარიანი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი


1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარმოების ეკონომიკა და მართვა

მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი


1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. გახლავთ ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორი, წლების განმავლობაში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი.

ქეთევან ციხელაშვილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი


1998-1999 წწ. - სამოქალაქო განათლების პროექტის (HEP) კურსები, (უნგრეთი)

1995 – 1999წწ. - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.

1999–2000წწ. - ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი.

2011 წ. - აკადემიური მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია).

თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი


1992 წელს დაამთავრა ლიონის (საფრანგეთი) ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი.

1992 წელს  ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1997 წელს. პარალელურად სწავლობდა საგარეო  საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში, რომელიც დაასრულა 1998 წელს.

ლევან იზორია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი


1991 - 1996 ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი 

1998 - 1999 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.

1999 - 2002 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა.

ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი


1995 - 1999 წელი - თბილისის  ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, ეკონომიკის ბაკალავრი

1999 - 2001  წელი - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი

2002 - 2003 წელი - MIP მილანი - ბიზნესის მართვის მაგისტრი

დავით სერგეენკო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი


1981-1987 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, პედიატრიული ფაკულტეტი 

1991წ. - მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ინტენსიური თერაპია


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება