სიახლეები
საინტერესო

მერი პოპინსი - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძიძა ბრუნდება
17-01-2019
-
+


მე და თქვენ რომ ალუბლების ქუჩის ნომერ 17-ში მდებარე სახლში ვცხოვრობდეთ, აღმოსავლეთის ქარის დროს ჰაერში მოლივლივე ქალბატონის ნახვა არ გაგვიკვირდებოდა. არც ის იქნებოდა მოულოდნელი, რომ ქოლგით ხელში, ლურჯ ტანისამოსში გამოწყობილი ლამაზი ქალი ამავე ქარს გაჰყვებოდა და „უსასრულოდ...ზოგჯერ წავიდოდა, ზოგჯერ მოვიდოდა“. 

ალბათ (წესით) არ უნდა არსებობდეს ამქვეყნად ადამიანი, რომელსაც სახელი და გვარი - მერი პოპინსი, ერთხელ მაინც არ სმენია. მისმა სახელმა პირველად 1934 წელს გაიჟღერა ინგლისელი მკითხველისთვის, 1988 წლამდე კი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. 

„მერი პოპინსი“ რვა წიგნისგან შემდგარი საბავშვო წიგნების სერიაა, რომელიც პამელა ტრევერსმა დაწერა. სერიის მთავარი პერსონაჟია ინგლისელი გადია, მერი პოპინსი, რომელიც ყოველთვის ერთსა და იმავე მისამართზე, ალუბლების N17 ქუჩაზე ჩნდება და ბენქსების ოჯახის შვილებს უვლის. 

ეს არაა ერთი ჩვეულებრივი აღმზრდელის ისტორია, ესაა წიგნი იმ ძიძაზე, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს და მის გამოჩენას მშობლები სიხარულით ელიან. საოცარი გადია აღზრდასთან ერთად ძალიან ბევრ რამესაც გვასწავლის - ის, რომ ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას, რომ არჩევანი ჩვენზეა, შევქმნათ სასწაული თუ ყოველდღიური მოწყენილობისგან დავიტანჯოთ, რომ ყოველთვის ვერ გვასწავლის სხვა ცხოვრებას და საყვარელი ადამიანებიც რომ ზოგჯერ მიდიან. მართალია, პატარებისთვის ეს მხოლოდ ქოლგით მფრინავი ქალის ისტორიაა, მაგრამ წიგნის შინაარსი ასაკის მატებასთან ერთად ღრმავდება და აზრს იძენს. 

წიგნების გამოსვლის პარალელურად, რა თქმა უნდა, გაჩნდა ეკრანიზაციის იდეაც. „მერი პოპინსის“ პირველი ეკრანიზაცია 1964 წელს გამოვიდა, ჯული ენდრიუსისა და დიკ ვან დაიკის მონაწილეობით. ეს წიგნის ნაწილობრივი ეკრანიზაცია იყო, რომელიც დინსეის სტუდიამ გადაიღო და რომელმაც ფილმსა და მსახიობებს მრავალი ჯილდო მოუტანა. 



მრავალი წლის შემდეგ კი, როგორც ხდება ხოლმე, ბავშვები გაიზარდნენ და ამჯერად მერი პოპინსი ჯორჯ ბენქსის ოჯახში ბრუნდება. ახალი ფილმის გამოსვლა დისნეიმ ჯერ კიდევ ზაფხულში დააანონსა და პირველი ჩვენება დეკემბერში გამართა. ფილმში „მერი პოპინსი ბრუნდება“ ზღაპრული გადიის როლს ემილი ბლანტი ასრულებს. მსახიობის თქმით, მისი პერსონაჟი წინა მერი პოპინსისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ასევე, ფილმი კლასიკურ ვერსიაზე მეტად, წიგნს დაეყრდნობა. 

ბენქსების ოჯახი ძიძას ეძებს და როგორც ზღაპარში, ის არსაიდან გაჩნდება. ის არავის ჰგავს, მომხიბვლელი, საყვარელი, ლამაზი, მშვენიერი და შესანიშნავია, ძიძა, რომელსაც ყველაფერი გამოსდის. თვით სრულყოფილებას არც ერთი ნაკლი არ აქვს, ის ხომ ზღაპრულია და ყველასთვის სასურველი - ძიძა მფრინავი ქოლგით, ძიძა მერი პოპინსი. 

იხილეთ ფილმის „მერი პოპინსი ბრუნდება“ ტრეილერი 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება