მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა.
აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 წლის ბიჭი. ის „იმედის“ კლინიკაში მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.
რაც შეეხება დაშავებულებს, 7 ადამიანი, მათგან 6 არასრულწლოვანი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 6 ბავშვიდან, მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება.
აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა.
კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი, მათ დახმარებისთვის „ყაზტრანსგაზს“ მიმართეს, სპეციალისტებმა კი ადგილზე დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.
ასევე იხილეთ: დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა