მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი გარდაცვლილიდან, ორი - ნათია ციცვიძე და მისი 4 წლის ბიჭი გახლავთ. როდესაც კორპუსში აფეთქება მოხდა, ნათიასთან ერთად სახლში იმყოფებოდნენ მისი და, მეუღლე და სამი შვილი.
ნათია ციცვიძე ქართულ-ამერიკულ სკოლაში ისტორიის მასწავლებელი იყო. 35 წლის ნათია ციცვიძის ცხედარი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. ამავე აფეთქებას ემსხვერპლა მისი და, ნინო ციცვიძეც.
ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე კი სახლში ყველაზე გვიან ნათიას მეუღლე ფრიდონ ფირალიშვილი დაბრუნდა. კორპუსში გაზის აფეთქება 20:30 წუთზე მოხდა. ძლიერმა აფეთქებამ მე-6 სართულის ბინა გახლიჩა. როგორც მისი მეუღლე ფრიდონ ფირალიშვილი ამბობს, ბავშვები საკუთარი ხელით გამოიყვანა სახლიდან.
„ეს ძალიან ლამაზი გოგო, ჩემი მეგობარი იყო. ეს ანგელოზები მისი შვილები არიან. წლების წინ ერთად ვმუშაობდით. გუშინ თურმე მის სახლში მომხდარა ის საშინელი აფეთქება... არ ვიცი ამ დროს რას ამბობენ. ყელში ბურთი მეჩხირება, ყველა მისი ღიმილი და საუბარი მიდგას თვალწინ. როგორსაც ხედავთ, სულ ასეთი მომღიმარი, კეთილი, თბილი და სიცოცხლით სავსე იყო ერთი ტყუპისცალიც დედიკოს გაჰყვა იმქვეყნად...აუცილებლად უნდა დაისაჯოს ადამიანები!! ვინც პასუხისმგებელია ამ დედა შვილის სიცოცხლე ჩაქრობაზე“, - წერს სოციალური ქსელში მისი ერთ-ერთი მეგობარი.
როგორც ქართულ-ამერიკული სკოლის დირექტორი ირმა მესხიშვილი etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ნათია ციცვიძე მის სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. „ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ ყველანი. ისტორიის პედაგოგი იყო, მეხუთედან მერვე კლასის ჩათვლით ასწავლიდა“, - განაცხადა მესხიშვილმა.
იხილეთ ასევე:
დიდ დიღომში აფეთქება მოხდა - გარდაცვლილია 4 ადამიანი
დიდ დიღომში აფეთქების ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა