სიახლეები
საინტერესო

სასკოლო ნივთები, რომლებმაც შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას
10-02-2019
-
+


მშობლებმა იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლის განრიგის, მისი დატვირთვისა და რაციონის კონტროლი და ასევე ათასი წვრილმანი. მაგრამ ვიცით კი, რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო ნივთების ამორჩევა და რომ ფერადმა მარკერებმა და ფანქრებმა შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს?

ზურგჩანთები

საქმე არ ეხება მხოლოდ ზურგჩანთის წონასა და მასში ნივთების გადანაწილებას - თანამედროვე ფერადი ზურგჩანთები ხშირად ვინილის და პოლივინილქლორიდის გამოყენებით არის დამზადებული, რომელთა შემადგენლობაში შედის საშიში შენაერთები - ფტალატები და ტყვიაც კი. ბავშვის კანთან მუდმივი კონტაქტის დროს, ამ შენაერთებს შეუძლიათ ნივთიერებათა ცვლა შეაფერხონ  და გამოიწვიონ ისეთი სახიფათო დაავადებები, როგორიცაა - ასთმა ან დიაბეტი.

სპეციალისტები გვირჩევენ, სასკოლო ჩანთების ამორჩევისას უპირატესობა ბუნებრივი მასალებით  - ბამბითა და სელით, ან ისეთი სინთეტიკური ბოჭკოებით დამზადებულ ჩანთებს მივანიჭოთ, როგორიცაა ნეილონი და პოლიესტერი. უარი ვთქვათ ფერად და ბრჭყვიალა ჩანართებიან ზურგჩანთებზე - სწორედ მათ წარმოებაში იყენებენ ყველაზე ხშირად მავნე ნივთიერებებს.

სადილის ყუთები


დღემდე სადილისთვის განკუთვნილი პლასტმასის ყუთების წარმოებისას, სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილისაც კი, ვინილის პლასტიკს იყენებენ, რომელიც ფტალატებს შეიცავს.

ქიმიური ნივთიერებების ეს ჯგუფი პლასტმასის მოქნილობასა და სიმყარეს ზრდის, მაგრამ ბევრმა კვლევამ დაადასტურა კავშირი ასეთი სახის კონტეინერების რეგულარულ გამოყენებასა და სერიოზული დაავადებების განვითარების რისკს შორის. საქმე ის არის, რომ ის მარტივად გადადის საკვებსა და სასმელში. 

ფერადი ფანქრები


აშშ-ში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ფანქრების ბევრი ბრენდი აზბესტს შეიცავს, რომლის ხანგრძლივ ზემოქმედებას შეუძლია სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ აზბესტის შემცველობა სასკოლო საკანცელარიო ნივთებში უმნიშვნელო იყო, ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ არ არსებობს იმის აუცილებლობა, რონ ბავშვის ორგანიზმი ტოქსინის უმნიშვნელო ზემოქმედების ქვეშაც კი დავაყენოთ. სპეციალისტები ფუტკრის ცვილისგან დამზადებული ფანქრების გამოყენებას - ისინი ყველაზე უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. 

ფერადი მარკერები


ბევრი მარკერი ბენზოლს შეიცავს - პოტენციურად სახიფათო ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ღვიძლისა და თირკმლების სხვადასხვა დარღვევები გამოიწვიოს. გადა ამისა, ბენზოლის ხანგრძლივმა შესუნთქვამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და მოთენთილობა. აუცილებლად გულდასმით შეისწავლეთ შემადგენლობა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ საკანცელარიო ნივთები, რომლის შემადგენლობაში ბენზოლი შედის - იგი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება