TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება
18-01-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და შეფასების მიმართულებით სიახლეები იქნება.

„სქემის შეფასების შემდეგ წარმოჩინდა, რომ მასწავლებლები გახვეულები იყვნენ ბიუროკრატიაში და დაკავებულები იყვნენ საბუთების მომზადებით და ატვირთვით და ბავშვი რჩებოდა ყურადღების მიღმა. თუმცა, სქემას ჰქონდა თავისი პოზიტიური მხარეც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლები მეტად აქტიურად იყვნენ განვითარებაში ჩართული. პირველი ცვლილება, არის ის, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება და განისაზღვრება გარდამავალი ეტაპი. არსებობს სტატუსის მოპოვების, შენარჩუნების 2 სხვადასხვა სისტემა, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ 2019 წლის ბოლომდე ის ადამიანები, რომლებსაც დაწყებული აქვთ ეს პროცესი, არ შევაფერხოთ",- განაცხადა შუკაკიძემ.

 I ეტაპი: 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისი:

დამტკიცდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“

  • კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება და განისაზღვრება გარდამავალი ეტაპები: სტატუსის მოსაპოვებლად არსებული კრედიტქულების აღიარების ვადად 2018-2019 სასწავლო წლის ბოლო განისაზღვრა; მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება 31 დეკემბრამდე ხორციელდება პროფესიული განვითარების გზით
  • დაინერგება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლების შეფასების სისტემა
  • გაუქმდება თვითშეფასებისა და პორტფოლიოს ატვირთვის ვალდებულება (დარჩება სარეკომენდაციო სახით)
  • მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად შემოღებული იქნება სტატუსის შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდა
  • პროფესიაში კადრების შესვლა შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი/დაჩქარებული გზით
  • 2019 წლის გაზაფხულიდან მოხდება პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაცია
II ეტაპი: 2020-2022 წლები

  • დამტკიცდება სკოლების შიდა ხარისხის მართვის დიფერენცირებული მოდელები და ინსტრუმენტები
  • სკოლა, მზაობის შემთხვევაში, შეიმუშავებს სკოლის ხარისხის მართვის საკუთარ სისტემას

განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებული სამუშაოებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა და მას დირექტორები და მასწავლებლებიც დაესწრნენ. პრეზენტაცია განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ ჩაატარეს.

ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება

„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება