სიახლეები
საინტერესო

ყველაზე მოდური თოჯინა იუბილარია - ბარბი 60 წლის გახდა
18-01-2019
-
+


წელს ზუსტად 60 წელი გავიდა, რაც ყველაზე პოპულარული და მოდური ქერათმიანი ლამაზმანი მსოფლიოს ბავშვების საყვარელი სათამაშოა. ბარბის პირველი სათამაშო თოჯინა 1959 წელს გამოვიდა. იდეის ავტორი ამერიკელი რუთ ჰენდლერი იყო. ბარბის ზუსტად ორი წელი დასჭირდა საყოველთაო დიდების მოსაპოვებლად და 1961 წლისთვის ის ყველაზე ცნობილი თოჯინა-მოდელი იყო მსოფლიოში. 

ბარბის ისტორია

გასული საუკუნის 40-იან წლებში, რუთ ჰენდლერმა და მისმა მეუღლემ, ელიოტმა  სურათებისთვის ჩარჩოების მწარმოებელი კომპანია გახსნეს. ელიოტ ჰენდლერი ჩარჩოებს ამზადებდა, ხოლო რუთი კი მათი რეკლამითა და რეალიზაციით იყო დაკავებული. 

იდეა „დიდი გოგონას“ თოჯინის შექმნის შესახებ პირველად რუთს მოუვიდა. მან თავისი გოგონას, ბარბარასა და მისი მეგობრების თამაშების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ პატარებში „ბავშვ სათამაშოებზე“ მეტად „დიდი გოგონას“ თოჯინები იყვნენ პოპულარულები. თავდაპირველად მან თოჯინისთვის ხის ავეჯის დამზადება დაიწყო. მალევე ეს ბიზნესი წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და რადგანაც ჰენდლერებს არ ჰყოფნიდათ სახსრები, გადაწყვიტეს ბიზნესში მათი საერთო მეგობარი, ჰერალდ მეტსონი ჩაერთოთ. 

1956 წელს შვეიცარიაში დასვენების დროს რუთმა ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინაში თოჯინა ლილი დაინახა და სწორედ აქ გადაწყვიტა მან, თავისი ოცნება - შეექმნა იდეალური თოჯინა ბავშვებისთვის, განეხორციელებინა. ლილის ამერიკული ანალოგის შექმნის პროცესი მალე დასრულდა და 1958 წელს რუთ ჰენდლერმა ოფიციალურად დააპატენტა თოჯინა - ბარბი (Barbie). თოჯინას სახელი მან საკუთარი ქალიშვილის, ბარბარას პატივსაცემად დაარქვა. 

ბარბის „პირველი ჩვენება“ 1959 წელს, ნიუ-იორკის ყოველწლიურ სათამაშოების გამოფენა-გაყიდვაზე შედგა. გრძელფეხებიანი, ლამაზი, მოდურად ჩაცმული, მაკიაჟით, ფრჩხილებზე მკვეთრი ფერის ლაქით და ფერადი საყურეებით მორთული თოჯინა ბარბი ჩვენებაზე ორ ვარიანტში (ქერა და შავგვრემანი) წარსდგა. 1961 წელს კი ის უკვე ყველაზე გაყიდვადი, მოთხოვნადი, პოპულარული და ცნობილი თოჯინა გახდა მთელ მსოფლიოში. 

ბარბი სხვადასხვა ქვეყანაში

თოჯინის გავლენა მალე ისე გაიზარდა, რომ გოგონები მისნაირ გარეგნობაზე, ტანზე, თმაზე და რა თქმა უნდა, პოპულარულობაზე ოცნებობდნენ. ამან ბარბის იმიჯის შეცვლა გამოიწვია და სულ მალე დახლებზე სხვანაირი თოჯინა-მოდელები გამოჩნდნენ. ბარბის სახესხვაობამ კიდევ უფრო გაზარდა თოჯინის პოპულარულობა, მიუხედავად იმისა, რომ მას სილამაზის ბევრნაირი სტანდარტების წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა. 

გარდა ნამდვილი ამერიკული ქერათმიანი და შავთმიანი თოჯინისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამავე ქვეყნის სტანდარტებსა და ტრადიციებს მორგებული თოჯინა იყიდება. გარდა გარეგნობის ცვლილებისა, მათ სხვა სახელებიც ჰქვიათ, მაგალითად, ბრაზილიელი სუსი, ბრიტანელი ქენდი, არაბი ფულა და ასე შემდეგ. 

ანიმაციური სერიალები, კომიქსები და ფილმი

2019 წლამდე ბარბის არაერთი კომიქსი და ანიმაციაა გამოსული, „ბარბი, როგორც რაპუნცელი“, „ბარბი და ბრილიანტის სასახლე“, „ბარბის დღიურები“ და ასე შემდეგ. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს თოჯინაზე მხატვრულ ფილმსაც გადაიღებენ. 

ფილმში მთავარ როლს „თვითმკვლელთა რაზმისა“ და „მე, ტონიას“ ვარსკვლავი, ცნობილი მსახიობი მარგო რობი ითამაშებს. მარგომდე ამ როლზე კიდევ ერთი ვარსკვლავი, ენ ჰეთეუეი განიხილებოდა. 

ჯერჯერობით ფილმის შესახებ მხოლოდ ესაა ცნობილი, ჩვენ კი, „ბარბის კინოს“ გამოსვლამდე ლოდინის გარდა სხვა არაფერი დაგვრჩენია. 

იხილეთ ფოტოგალერეა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება