მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მართალია, ღორის გრიპის შემთხვევები მცირდება, მაგრამ ბოლო ორ კვირაში წითელასი გაორმაგდა. ამ თემაზე დღის ბოლოსთვის უწყებას განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები გამართავს, სადაც სასწავლო პროცესის განახლების საკითხზე იმსჯელებენ.
„იზომება ხოლმე, რამდენ პროცენტშია გავრცელებული - კონკრეტულ სკოლაში ბავშვების მესამედი არ უნდა დადიოდეს იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის 4-5 დღის გადადების გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის შემთხვევები მცირდება, წითელასი კი 2 კვირაში გაორმაგდა, დღის ბოლოსთვის განათლების სამინისტროსთან შემაჯამებელი კონსულტაციები გვექნება, რომელსაც საზოგადოებას მოვახსენებთ”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
1-ელი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების გავრცელების არეალი იმერეთში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისშია. ამასთან, წითელას საწინააღმდეგო აცრა ყველასთვის უფასო გახდება.
ასევე იხილეთ: „საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა“ - სად უნდა გაიკეთოთ უფასო აცრა20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა