მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წითელას ეპიდაფეთქების გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი ჯერჯერობით არ გადაიდება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, სასწავლო პროცესი ორშაბათს დაიწყება, თუმცა, თუ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, საზოგადოებას ეცნობება.
„ძალიან აქტიურ კავშირში ვართ შესაბამის ორგანიზაციებთან. დღესაც გავეცით რეკომენდაციები, სკოლებში შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად. ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულები სკოლებთან და შესაბამის უწყებებთან, თუ რაღაც ჩარევა იქნება საჭირო ან საფრთხე გაჩნდება, წამიერად ვართ მზად ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად.
გვესმის, რომ განათლება და სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა. წითელას შეეხება ეს თუ ვირუსული გრიპის გააქტიურებას, ყოველდღიურ რეჟიმში დავაკვირდებით მოვლენებს, თავადაც ვივლით სკოლებში და თუ რაღაც კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, საზოგადოებას უსწრაფესად გავაგებინებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ასევე იხილეთ: „საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა“ - სად უნდა გაიკეთოთ უფასო აცრა
სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა - განათლების სამინისტროს განცხადება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც