მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არ აწამოთ ბავშვი საკვებით - იგი ჭამს იმდენს, რამდენიც დასანაყრებლად სჭირდება. იმისთვის რომ საკვებმა სარგებელი მოიტანოს, ბავშვმა უნდა ჭამოს მადიანად.
ბავშვს მადა მოსდის, როდესაც სეირნობისას ან თამაშის დროს ენერგიას ხარჯავს ან უბრალოდ მოშივდა. მაშინ კი თუ ბავშვი ცუდად ჭამს, შესაძლოა, ავად არის ან ჯერ არ შია. ან შესაძლოა სადილის წინ წაიხემსა.
შუქანთებულ ოთახში ძილი
ფანტაზიორი ბავშვები ასე მარტივად დაწყნარდებიან და ტკბილად დაიძინებენ. ასევე არ შეეშინდებათ, თუ ღამე გაიღვიძებენ.
ლაპარაკობს იმას, რაც თავში მოუვა
ასეთ დროს ბავშვები სწავლობენ აზრის გამოთქმას, საკუთარი აზრების ფორმირებასა და აზრის გამოტანას. თქვენ უბრალოდ უსმენთ შვილს და უხსნით რთულ ნიუანსებს. აი ნახავთ, როგორ სწრაფად დაჭკვიანდება და ჩამოყალიბებული დასკვნებით გაგაოცებთ.
მოგონილის მოყოლა
არა განზრახ ტყუილი - რისთვისაც ბავშვს საყვედური უნდა ვუთხრათ, არამედ მოგონება, გამოგონება. ფანტაზიორობა - ბავშვის საყვარელი თამაშია, როდესაც იგი საკუთარ სამყაროში აღმოჩნდება. ბავშვის ცნობიერება ასე მუშაობს, თქვენ კი თქვენი სიბრძნე უნდა ჩართოთ და ბავშვის ფანტაზია საჭირო მიმართულებით მიმართოთ. სთხოვეთ ბავშვს ამ ისტორიის დახატვა ან ნახატებითა და აპლიკაციებით ისტორიების წიგნის შექმნა.
ემოციების გამოხატვა
ბავშვის ფსიქიკა ისე მოწყობილი, რომ მისთვის რთულია არ იხტუნაოს, არ ირბინოს და არ იყვიროს. ამიტომ ხელი არ შეუშალოთ. სხვა საქმეა, თუ საავადმყოფოში ან დიდ მაღაზიაში აღმოჩნდით - ასეთ შემთხვევაში შეეცადეთ ბავშვი რაიმე საინტერესოთი დაასაქმოთ...
რა უნდა ავკრძალოთ:
სხვისი ნივთების აღება
უცნობთან საუბარი და გაყოლა
ბავშვებთან ჩხუბი და ქვების სროლა
გზაზე გადარბენა
სიმაღლიდან ჩამოხტომა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
საღამომ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ