სიახლეები
სიახლეები

„სკოლების რეფორმის ფარგლებში უნდა მოხდეს სკოლამდელი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია“ - მიხეილ ბატიაშვილი
21-01-2019
-
+


სკოლების რეფორმის ფარგლებში სკოლამდელი და პროფესიული განათლების ინტეგრაციასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობს და გაზაფხულზე კონკრეტულ გეგმებს წარადგენს.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მინისტრის განმარტებით, სკოლამდელი და პროფესიული განათლების ინტეგრაცია ისეთ სკოლებში უნდა განხორციელდეს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.

„სკოლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სადაც არის ამის შესაძლებლობა, უნდა მოხდეს არამარტო სკოლამდელი განათლების ინტეგრაცია, არამედ შეგვიძლია, პროფესიული განათლების ინტეგრაციაზეც ვიზრუნოთ, მით უმეტეს, რეგიონის სკოლებში, სადაც ამის შესაძლებლობაა. რაც მეტი ასეთი სივრცე იქნება ინტეგრირებული, მით უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ. ყველაზე მთავარი რაც იყო, სკოლების ერთიან ბაზაზე მუშაობა დასრულდა და ის უკვე ნებისმიერი ასეთი რეფორმის განხორციელებისთვის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ დავინახოთ, სად არის შესაძლებელი, სკოლებში სკოლამდელი განათლების ინტეგრაცია. 

სკოლამდელი განათლება განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს. მას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ბავშვის დატოვებისა და მზრუნველობის ფუნქცია, არამედ განათლების კომპონენტიც უნდა ჰქონდეს. ახლა საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ და გაზაფხულზე წარვადგენთ, რას ვაპირებთ ამ კუთხით, რა უნდა განხორციელდეს და რა მასშტაბი უნდა მივიღოთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

დღეს განათლების მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება