მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის N1 საჯარო სკოლამ დაარსების 100 წლის იუბილე საზეიმო ვითარებაში აღნიშნა.
სკოლის წარმომადგენლის გურანდა ნარმანიას თქმით, იუბილეზე მიწვეული იყვნენ სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და სოფლის აქტიური წარმომადგენლები.
მოგონებებით სცენაზე სოფლის უხუცესები გამოვიდნენ. სკოლას ვიდეომიმართვით იუბილე მიულოცა სკოლის კურსდამთავრებულმა, ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ.
მაყურებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვიზუალურმა მასალამ, რომელზეც თაობების ამსახველი სურათები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაზე წინა პლანზე იყო წამოწეული ქართველი პოეტის ალექსანდრე საჯაიას, როგორც ახლადაფუძნებული სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის ცხოვრება და შემოქმედება. დარბაზი ოვაციით შეხვდა სკოლის რიგით მე-100 პირველკლასელებს.
საიუბილეო საღამო მხატვრულად გააფორმა სკოლის მომღერალთა ჯგუფმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა.
ღონისძიებას ორგანიზება სკოლის ბიბლიოთეკარმა ფირუზა ქოჩუამ გაუწია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...
„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს