მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.
განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლებს გაუუქმდებათ კრედიტქულები და სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. როგორც ბერიკა შუკაკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განმარტა, 2019 წლის სექტემბრამდე არსებული სქემა ძალაშია.
„ჩვენთვის კანონი არის უზენაესი. კანონი ამბობს, რომ 2019 წლის სექტემბრამდე არსებული სქემა არის ძალაში, მოქმედია და ის ძალადაკარგულად ვერ გამოცხადდება. ამიტომ, ყველა ის აქტივობა, რაც დაგეგმილი იყო ამ სქემის მიხედვით, პედაგოგები ამ აქტივობებს აგრძელებენ და 2019 წლის სექტემბრამდე ვინც დააგროვებს საჭირო კრედიტების რაოდენობას, ისინი ჩვეულებრივად შეიცვლიან სტატუსს. მათ არ შეეშლებათ ხელი ამ საქმიანობის განხორციელებაში.
რაც შეეხება სტატუსის შენარჩუნებას, იყო წინა მინისტრის დაპირება, რომ მათ სტატუსს საფრთხე არ ემუქრებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება მასწავლებლის პროფესიული განვითარება შეჩერდეს, ეს იმდენად ცვალებადი სფეროა. ამიტომ, მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და ეცნობოდეს სიახლეებს. ეს პროცესი, რომ არ შეჩერდეს, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სათანადო კრედიტების რაოდენობა დაგროვებული, რათა მათ სტატუსი შეიცვალონ, საშუალებას მივცემთ, რომ პროფესიული განვითარების გზით შეინარჩუნონ თავიანთი სტატუსი.
მასწავლებლები, რომლებიც ვერ დააგროვებენ შესაბამისი კრედიტების რაოდენობას, სკოლა გადაწყვეტს თუ რა პროფესიული განვითარება სჭირდებათ. პირობითად ვთქვათ, არის პედაგოგი, რომელსაც კლასის მართვაში აქვს პრობლემა ან მას უნდა რომ გახდეს უკეთესი ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენი ცენტრი ან გარე პროვაიდერი უზრუნველყოფს მისთვის ტრენინგსერვისს და ამ ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეინარჩუნოს თავისი სტატუსი. რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და მიზანი იქნება, რომ როგორმე გავაძლიეროთ სკოლა, რათა სკოლამ დამოუკიდებლად მართოს სასწავლო პროცესი“,-განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
ვრცლად იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი გაგრძელდება მეორე სემესტრშიც