სიახლეები
საინტერესო

უდიდესი მასწავლებლები, რომლებმაც სკოლის მოსწავლისადმი დამოკიდებულება შეცვალეს
05-10-2019
-
+


ყველა მშობელს იმედი აქვს, რომ სკოლა დაეხმარება ბავშვს გახდეს შემოქმედებითი და ყოველმხრივ განვითარებული ადამიანი.

კითხვას როგორ აღვზარდოთ ჰარმონიული პიროვნება მასწავლებლებმა ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში უპასუხეს, როდესაც განათლება პრივილეგია იყო. ერაზმ როტერდამელმა, რაბლემ, მონტენმა იცოდნენ, რომ კარგი პედაგოგი ბავშვს პატივს სცემს და მისი სჯერა. მე-17 საუკუნეში დიდმა ჩეხმა პედაგოგმა იან კომენსკიმ დაამტკიცა: „ბავშვს სწავლის ინტერესი გრძნობის, გონებისა და რწმენის გამოყენებით უნდა გავუღვიძოთ“. 

რუსო აღზრდის საფუძვლად თავისუფალ განვითარებას თვლიდა. მაგრამ მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში ნოვატორი პედაგოგების წყალობით ამ იდეებმა მასობრივი ხორცშესხმა ჰპოვა, ტრადიციული სკოლა კი ბავშვისკენ მობრუნდა და მის აზრს დაუგდო ყური.

ცხოვრებასთან ახლოს

 

ჰერბერტ სპენსერი (1820–1903) ინგლისელი ევოლუციური მეცნიერი. აკრიტიკებდა მექანიკურ დაზეპირებას. „განათლებამ უნდა მოიტანოს პრაქტიკული სარგებელი, - წერს იგი, - უზრუნველყოფდეს ბავშვის პიროვნების მრავალმხრივ განვითარებას“.

წიგნის - „აღზრდა: გონებრივი, მორალური, ფიზიკური“ (1861) ავტორი და მორალური აღზრდის მხარდამჭერი, ბუნებრივი შედეგების პრინციპს იყენებდა. ბავშვებმა საკუთარი გამოცდილებით უნდა გაიგონ, სად მიიყვანთ მათი საქციელი. რადგან კარგ საქციელს სიხარული მოაქვს, ცუდს კი უსიამოვნება. ასეთი მიდგომა შინაგან დისციპლინას ავითარებს და ბავშვის ხასიათს აყალიბებს. სპენსერის პედაგოგიური მიზანია - შექმნას ისეთი პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს მართავს და არა ისეთი რომელსაც სხვები მართავენ.

თავისუფალი აღზრდა

 

ელენ კეი (1849–1926) - შვედი საზოგადოებრივი მოღვაწე, მწერალი და პედაგოგი. ელენ კეიმ ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა თავისუფალი პედაგოგიკის კონცეფციის ძირითადი პრინციპები.

თავისუფალი აღზრდის მომხრე, წიგნის - “ბავშვის საუკუნე“(1899) ავტორი. ელენ კეი თვლიდა, რომ ადამიანის მსოფლმხედველობაში ცვლილებებს, მოაქვს ცვლილებები საზოგადოებაში. ბავშვისთვის აუცილებელია სამყარო, რომელშიც იგი თავისუფლად განვითარებას შეძლებს. 

ლოზუნგი „ვიცხოვროთ ბავშვებისთვის კეიმ შეცვალა ახლით: „მიეცით ბავშვებს ცხოვრების საშუალება“. თავისუფალი პიროვნება ბოროტებას და უსამართლობას რომ წააწყდება  თავის უფლებებსა და იდეალებს დაიცავს,-წერდა ელენ კეი.

 სწავლება ქმედებით

 

ჯონ დიუი (1859–1952) - ამერიკელი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ფსიქოლოგი,  განათლების სპეციალისტი, პრაგმატიზმის ფუძემდებელი. წიგნის - „სკოლა და საზოგადოება“ (1899) ავტორი. ძირითადი იდეა: „ბავშვი პედაგოგიური სამყაროს ცენტრია და  განათლების ყველა რესურსი მის გარშემო უნდა ბრუნავდეს“.

დიუი საზოგადოებას სკოლის დემოკრატიულ საზოგადოებად გადაქცევას სთავაზობდა. განათლებას განიხილავდა არა როგორც ზრდასრული ცხოვრებისთვის მომზადებას, არამედ როგორც თავად ცხოვრებას.

განათლება დიუის მიხედვით არის არა ბავშვისთვის დაწესებული შეზღუდვები, არამედ მისი განვითარების ხელშეწყობა. ჩვეულებრივ სკოლაში ბავშვი იღებს განათლებას, შემდეგ კი მის გამოყენებას სწავლობს. დიუისთან ბავშვი ეჯახება პრობლემებს, წყვეტს მათ და იღებს საჭირო ცოდნისა და უნარებს. მისი პედაგოგიური პროგრამა აგებულია: მოსწავლის ინტერესებზე, უნარებზე, საჭირობებსა და განვითარების დონეზე. მისი მიზანია - ასწავლოს ბავშვს თვითკონტროლი, სიტუაციების შექმნით, რომლებიც აქტიურ ქმედებას მოითხოვენ.

ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა


რუდოლფ შტაინერი (1861–1925) ავსტრიელი ფილოსოფოსი, პედაგოგი, სოციალური რეფორმატორი, არქიტექტორი, ეზოტერიკოსი.

მხარს უჭერდა სასწავლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლისგან გათავისუფლებას. ვალდორფის სკოლის შემქმნელი, წიგნის - „ბავშვის განათლება“ (1907) ავტორი. ძირითადი პრინციპები: არა ცოდნისკენ, არამედ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა.  ძირითადი მეთოდი - „სულიერი ეკონომია“. მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ სწავლის პროცესში ბავშვებში ავითარებენ იმ საქმიანობას, რომელიც მას შეუძლია აითვისოს ორგანიზმის შიდა წინააღმდეგობის გარეშე.

რუდოლფ შტაინერის ანთროპოსოფიულ მოძღვრებაზე დამყარებული პედაგოგიკა დღემდე აქტუალობას არ კარგავს.

ხელს ნუ უშლით ბავშვს

 

მარია მონტესორი (1870–1952) - პედაგოგი, იტალიაში პირველი ქალი ექიმი.

მან პრაქტიკაში ელენ კეის ფილოსოფიურ-პედაგოგიური იდეები და მოსაზრებები შესანიშნავად განახორციელა და მთელი რიგი სასწავლო დაწესებულებები გახსნა, რომლებიც დღესაც პოპულარულია. 

ძირითადი იდეა: ბავშვს აქვს თავისუფლებისა და თვითაღზრდის თანდაყოლილი მოთხოვნა. მოტესორიმ ავტორიტეტული მიდგომა უარყო და შექმნა პედაგოგიური გარემო, რომელიც ბავშვის მოთხოვნებს შეესაბამება და მის აქტივობას უჭერს მხარს. იგი მოითხოვდა ბავშვისთვის თავისუფალი არჩევანის უფლება მიეცათ. მისი აზრით, დისციპლინა - ეს არის ბავშვის აქტივობა, რომელიც აკეთებს იმას, რაც მას უნდა. ამასთან პედაგოგი მას ეხმარება და არ ახვევს თავს ფაქტებს, აზრებს და სიტყვებს. მონტესორის აღზრდა მოწოდებულია განავითაროს ბავშვის ნება, რომელიც პიროვნებად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი პირობაა. მონტესორის ძირითადი დევიზია: „დამეხმარე, რომ გავაკეთო ჩემით“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

11-12 თებერვალს საქართველოში შედარებით ცივი და უნალექო მინდი შენარჩუნდება.

სპეციალური მოთხოვნები ბაღების თანამშრომლებისთვის - დოკუმენტი

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეები 150-ლარიან დახმარებას მიიღებენ - ვის ეკუთვნის დაფინანსება 

ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის გამოწვევებზე კვლევების ეროვნული ცენტრი ანგარიშში საუბრობს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის მიზანია, საქართველოს ისტორიისა და მეფეების შესახებ ინფორმაციის მიღება და გააზრებ



საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება