სიახლეები
ეტალონი

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვებული მოიპოვებს წლის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს“ - ხულოს გამორჩეული ახალგაზრდა გამოვლენილია
23-01-2019
-
+


„ეტალონმა“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა, სადაც „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ბადრი მელაძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ მიქელაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ Etaloni.ge-სთან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეს მალე დაუბრუნდება:

„ვფიქრობ, ამ ტიპის კონკურსები ძალიან კარგია, გამომდინარე იქედან, რომ მოსწავლეებს აძლევს სტიმულს. ცოდნა ერთია, წახალისება - მეორე და ეს არის ერთ-ერთი მთავარი წამახალისებელი საშუალება ახალგაზრდებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და მთლიანად ხულოს სურვილი „ეტალონის“ სატელევიზიო ფორმატში აღდგენასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენი მუნიციპალიტეტის გამარჯვებულს და დარწმუნებული ვარ, რომ ხულოელი მოსწავლე მოიპოვებს წლის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს“.

მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ბერიძემ აღნიშნა, რომ ჩემპიონატისთვის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან და მერიაც ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მათ სწრაფვას წარმატებისკენ: 

„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რაიონისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის. დღევანდელი დღე იყო ძალიან ემოციური, როგორც მონაწილეებისთვის, ასევე საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც მათ საგულშემატკივროდ მოვიდა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, ძალიან ბევრს მეცადინეობენ და აქვთ სურვილი მოიპოვონ გამარჯვებულის სტატუსი ამ ინტელექტ - ჩემპიონატში. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ასეთი სახის იდეებს და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობის წარმატებას შევუწყოთ ხელი“.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ დიმიტრაძემ მადლობა გადაუხადა „ეტალონის“ ავტორს და გამოთქვა იმედი, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა კვლავაც წარმატებებით გააგრძელებს პროექტში მონაწილეობას:

„ეტალონი“ განსაკუთრებული პროექტია და განსაკუთრებული იყო დღესაც. ჩვენ თქვენთან ერთად აღმოვაჩინეთ ის არაჩვეულებრივი თაობა, რომელიც უკეთეს მომავალ მოგვიტანს ხვალ, მინდა ამისათვის ბატონ გოჩას განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, მოსახლეობის და საკრებულოს სახელით. ასევე ძალიან დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს. ჩვენს მოსწავლეებს უყვარს ეს პროექტი და სწორედ ამიტომაც გვაქვს ყოველ წელს უკეთესი შედეგი. იმედი მაქვს რომ მომავალშიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ამ პროექტში მონაწილეობა, ანალოგიური წარმატებებით გაგრძელდება“.

რესურსცენტრის უფროსმა, ედუარდ მიქელაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს არის ჩემპიონატი, რომელიც აძლევს მოსწავლეს თავის წარმოჩენის საშუალებას და უღვიძებს მოტივაციას ისწავლოს მეტი:

„ყოველთვის ვამბობ, რომ „ეტალონი“ მოსწავლეების წარმატებისკენაა მიმართული. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტში ყველა დიდი სიხარულით ელოდება პროექტის სტუმრობას. ვინაიდან „ეტალონი“ აძლევს ბავშვებს იმის საშუალებას, რომ წარმოაჩინონ საკუთარი თავი და იყვნენ მეტად მოტივირებულნი და მობილიზებულნი. აი, ამ ყველაფრისთვის მინდა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს. აქვე, მინდა ჩვენი მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის სახელით დავდო პირობა, რომ ყველა ასეთ კარგ წამოწყებაში ჩვენ მხარში დავუდგებით“.

„ხულოს ეტალონი მოსწავლე" ოქრუაშვილების საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე საბა აბაშიძე გახდა. მისთვის ინტელექტ-ჩემპიონატის ასეთი შედეგით დასრულება მოულოდნელი და განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა:

„ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო დღევანდელი ჩემპიონატის ასე დამთავრება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებული გავხდი. ჩემპიონატამდე სულ ვმეცადინეობდი და ასევე ვუყურებდი „ეტალონის“ ძველ ჩანაწერებს ინტერნეტით, მაგრამ წელს პირველად მივიღე მონაწილეობა და არ ველოდი თუ „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ გავხდებოდი. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პროექტს ასეთი დღისთვის.“

„ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის შემდეგ მაკა ჯორბენაძე დარბაზში ყველაზე ამაყი და ბედნიერი ადამიანი აღმოჩნდა. გამარჯვებულის დედამ აღნიშნა, რომ „ხულოს ეტალონი მოსწავლე“ ძალიან მიზანდასახული ბიჭია, რომელიც სკოლაში საუკეთესი მოსწავლის სტატუსით ხშირად იწონებს თავს:

„ძალიან ემოციურია დღევანდელი დღე ჩემთვის. როგორ შეიძლება არ იყო უბედნიერესი, როდესაც შენს შვილს ამდენ ბავშვს შორის გამოარჩევენ და „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს ანიჭებენ. საბა ძალიან მიზანდასახული და ნიჭიერი ბიჭია. ყოველთვის ამართლებს ჩვენს იმედებს და გვაძლევს საბაბს ვიყოთ ამაყები მისით“.

ოქრუაშვილების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ირმა აბულაძემ თავის მოსწავლეს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ხულოს ეტალონი მოსწავლე" სკოლაში სიმშვიდითა და სიდინჯით გამოირჩევა:

„საბა ძალიან მიზანდასახულია. არის ძალიან დინჯი, წყნარი და ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყოველდღიურად გაიზარდოს და მეტ წარმატებას მიაღწიოს“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება