მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N31 საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია.
როგორც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა შამილიშვილმა etaloni.ge-ს განუცხადა, აღნიშნულ ფაქტს საბავშვო ბაღში არსებული სპეციალური დისციპლინური კომისია სწავლობს, გადაწყვეტილება კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდანაც მალე გამოწერენ.
„გრიპის სეზონთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ვიმყოფებით, რის გამოც საბავშვო ბაღის ყველა ჯგუფში ყოველ დღე ტარდება დეზინფექცია. იმ დილითაც ძიძამ ბავშვების მოსვლამდე ჩაატარა დეზინფექცია, დარჩენილი ხსნარი, რომელიც წყალში იყო გაზავებული სამზარეულოში შეიტანა, რომ შესანახ კონტეინერში ჩაესხა უკან, რა დროსაც ბავშვმა წყალი მოსთხოვა. წყლის ასავსებად რომ შეტრიალდა ძიძა, ინსტიქტურად სინჯარა მაგიდაზე დაუდია და სანამ ჭიქა წყლით აავსო და შემოტრიალდა, ბავშვს სინჯარა პირთან ჰქონდა მიტანილი. ამის შემდეგ სასწრაფო გამოვიძახეთ და ყველაფერი გავაკეთეთ“, - განაცხადა მამუკა შამილაშვილმა.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, ბათუმის N31 საბავშვო ბაღში 35 აღსაზრდელს 2 აღმზრდელი ერთი ძიძა პატრონობს.
ექიმების ცნობით, რთული შემთხვევა იყო - ბავშვი ვერ ჭამდა, რადგან პირის ღრუ დამწვარი ჰქონდა, ახლა კი გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
თავდაპირველად ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკის ბათუმის ფილიალში მიიყვანეს, მაგრამ შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა 21 იანვარს დილით მოხდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა