სიახლეები
ინტერვიუ

ქართველი გოგონას ამბავი, რომელიც თავს დათვების დედად მიიჩნევს
24-01-2019
-
+


ერთმა ქართველმა გოგონამ, ქეთი ჭალისურმა ორი დათვის ბელი, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ სახლში, კორპუსის ბინაში გამოზარდა. თავს მათ დედად მიიჩნევს და ამბობს, რომ იმაზე დიდი გრძნობა, რასაც დათვების მიმართ განიცდის, ცხოვრებაში ჯერ არ გამოუცდია.

როდესაც ბელები ისე გაიზარდნენ, რომ მათი ბინაში გაჩერება საშიში გახდა და ვოლიერში მოთავსება იყო საჭირო, „დედა“ და „შვილები“ პატარა ბავშვებივით ტიროდნენ დაშორების გამო.

ქეთი ჭალისური თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში მუშაობს. პატარა ბელები, რომლებიც მან გამოზარდა, სწორედ ამ თავშესაფარში მოხვდნენ თავის დროზე. დათვების თავშესაფარი ცხვარიჭამიაში მდებარეობს და მასაც თამაზ ელიზბარაშვილი პატრონობს. ქეთი უკვე გაზრდილ „შვილებთან“, ცხვარიჭამიაში ყოველდღე დადის და მათთვის ტკბილეული და სხვადასხვა ნუგბარი დააქვს. ის ერთადერთია, რომელიც დათვების ვოლიერში უშიშრად შედის და მათთან ერთად ფოტოსესიებსაც მართავს.

– ორი ბელი გავზარდე სახლში. სადაც მივდიოდი, ყველგან თან დამყავდნენ. შვილებივით მიყვარს ორივე. არ მგონია, ამაზე დიდი გრძნობა იყოს დედობა.

- როგორ მოხვდნენ დათვის ბელები თქვენს ხელში?

– 2015  წელს, ტყიბულელმაკახაბერ დავლიანიძემ ნაქერალას უღელტეხილზე ერთი თვის დათვისბელიიპოვა. ის თბილისისზოოპარკს,  გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, მაგრამ ბელის შეფარებაზე უარი თქვეს. ერთიკვირათვითონ უვლიდა ბელს, მაგრამ  პატარა ცუდად გახდა, რადგან ძროხისრძით კვებავდა, რაც არ შეიძლება და  ამის მერე, ბატონმა კახამ თამაზ ელიზბარაშვილს სთხოვა დახმარება. ბატონმა თამაზმა თავად გაიღო ბელის ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ხარჯები. რამდენიმე დღე კლინიკაში მკურნალობდნენ. მერე კი ჩვენს თავშესაფარში უნდა მოეთავსებინათ.


ბელი დავინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდა. თოჯინას ჰგავდა და ისეთი პატარა და დაუცველი იყო... თვითონაც ჩამეხუტა და კისერზე მომადო ტუჩები.   ვოლიერში შევიყვანეთ და დავტოვეთ. რომ მიხვდა, მარტო დარჩა, ბავშვივით დაიწყო ტირილი. მივბრუნდი და სახლში წავიყვანე. თამაზ ელიზბარაშვილს ვუთხარი, მე მოვუვლი-მეთქი. დავლო დავარქვით, რადგან კახა დავლიანიძის ნაპოვნი იყო. 3 თვე ჩემს საწოლში იწვა, როგორც პატარა ბავშვი. პამპერსს ვაცმევდი და ისე ვიწვენდი. ჩვილი ბავშვების საჭმელს ვაჭმევდი საწოვარით. თუ გვერდით არ მივუწვებოდი, არაფრით იძინებდა. ავდგებოდი თუ არა, მაშინვე იღვიძებდა და უკან მომდევდა. ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც პატარა ბავშვი. როგორც ამბობენ, ცხოველთა შორის, ადამიანის ტვინს ყველაზე მეტად დათვის ტვინი ჰგავს.

– მერე კიდევ ერთი ბელი გაზარდეთ...

– დიახ, დაახლოებით ერთი წლის მერე ისიც მოქალაქემ იპოვა ბეთანიის გზაზე და ჩვენ მოგვმართა. როცა ასე მარტოებს პოულობენ ბელებს, დიდი ალბათობით, მათი დედა მოკლულია... გარემოს დაცვის სამინისტროს უნდოდა, ეს ბელი ტყეში გაეშვა, სადაც, დედის გარეშე დარჩენილს,  უეჭველი სიკვდილი ელოდა. შეგვეცოდა და წამოვიყვანეთ. პატარას ვოლიერში ხომ ვერ შევაგდებდი, გული გამისკდებოდა! ჰოდა, ისიც სახლში წავიყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა შემეშინდა, რადგან ვიცოდი, წინ რაც მელოდა.

– რა გელოდათ?

– დიდი არეულობა სახლში, უძილო ღამეები და დაკბენილი სხეული.

– გკბენდნენ?

– როცა გამიბრაზდებოდნენ, მკბენდნენ, მფხაჭნიდნენ თათებით. დილის 6 საათზე ვიღვიძებდი და გადარეული ცხოვრების რეჟიმი მქონდა. როცა ვიბანდი,  აბაზანაში ჩემთან ერთად ისხდნენ და შამპუნებით ერთობოდნენ. ჩემ გარდა ყველას ერჩოდნენ  და ვერავის ვუტოვებდი.  ჩემი ხელი  მატყუარა საწოვარა ეგონათ, ჩაიდებდნენ და წოვდნენ ჩვეულებრივად. თან, უცნაური ზუზუნის ხმას გამოსცემდნენ.  დუჩე რომ უნდა მიმეყვანა სახლში, დედაჩემი გადამერია, მაგრამ იცოდა, რომ მაინც ჩემსას გავიტანდი და გმირულად აიტანა ის თვეები. მე და დავლო ერთხელ სახლიდან გამოგვაგდო, რადგან ყველაფერი გაგვიფუჭა - სარეცხის მანქანა, მტვერსასრუტი... შპალერები ჩამოგვიხია, ფარდები ჩამოწყვიტა, ყველა კარი დაღრღნა... დედაჩემმა მითხრა, აირჩიე ან ეგ დათვი, ან მეო. ვუპასუხე, რა თქმა უნდა, ჩემი შვილი-მეთქი და იმ დღეს სახლში აღარ მივედი. დავლოსთან ერთად თავშესაფარში დავრჩი. დედა მიხვდა, რომ დათვის გარეშე ვერ გავძლებდი და მეორე დღესვე დამირეკა, კარგი, დაბრუნდით ორივეო. დედობრივი ინსტიქტები გამიჩინეს ამ ბელებმა, რადგან როგორც ბავშვს უვლიან, ზუსტად ისე ვუვლიდი.

– ბელების ხასიათი ერთმანეთისგან განსხვავდებიან?

– დუჩე უფრო საყვარელი იყო – შედარებით წყნარი და თვინიერი. უფრო მეტადაც ვუყვარდი, ვიდრე დავლოს.

– ამ სიყვარულს როგორ გრძნობდით?

– უფრო მეტად იყო ჩემზე მოკედლებული. მეხუტებოდა, აშკარა სითბოს გამოხატავდა. დავლო ჩემს მეგობართან, მარი გორგოშიძესთანაც რჩებოდა და დუჩეს ვერავის დაუტოვებდი, გადაირეოდა.


ვოლიერში რომ ჩავსვით, ვერ ხვდებოდნენ, რატომ აღარ მიმყავდა თან და რატომ ვტოვებდი იქ. ამის გამო  აგრესია მოემატათ, მერე კი შეეჩვივნენ. თავიდან  აპროტესტებდნენ და რომ ხვდებოდნენ, უკან ვბრუნდებოდი, თათს გამკრავდნენ ხოლმე. სულ დაკაწრული და დალურჯებული დავდიოდი.  

– ახლა უკვე გაზრდილ დათვებს ისევ ისეთი ხასიათი აქვთ, როგორიც ბავშვობაში?

– კი, თითქმის, თუმცა ასაკში რომ შედიან, მშვიდდებიან უფრო. ახლა დუჩე გარდატეხის ასაკშია და ცოტა გაურთულდა ხასიათი, მაგრამ დაულაგდება.

– დათვების გარდატეხის ასაკი რომელია?

– 1 წლიდან 3–მდე. მერე უკვე ეჩვევიან ყოფას და წყნარდებიან. დავლო უკვე 3 წლისაა. დუჩე ჯერ – 2–ის. დავლო უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებაა.

თავშესაფარში სულ 12 დათვი გვყავს. ეს დათვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა ჩამოყვანილი. ზოგი დატყვევებული ჰყავდათ და პატარა ადგილას, არანორმალურ პირობებში უხდებოდათ ყოფნა.  ჩამოვიყვანეთ და აქ ფაქტობრივად ბუნებრივ პირობებში, დიდ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.  ყველა მათგანს  სხვადასხვა ხასიათი აქვს. რომელიც ადამიანის ხელშია გაზრდილი, უფრო თვინიერებია, რომლებიც ჩაკეტილი ჰყავდათ და ადამიანებისგან კარგი არაფერი ახსოვთ, აგრესიულები არიან. ხშირად რესტორნების მეპატრონეები ატყვევებენ, რომ მნახველი და შესაბამისად, კლიენტი მიიზიდონ. ამ დროს კი, არ ფიქრობენ, რომ ისინიც ცოცხალი არსებები არიან. ასე გაზრდილი დათვები ადამიანისთვის საშიშები არიან. ჩემი გაზრდილი დათვები კი, რომ დამინახავენ, მაშინვე ჩემკენ მორბიან.

4 თვის ასაკიდან ძალა ემატებათ, წონაც მეტი აქვთ და სახლის პირობებში მათი გაკონტროლება შეუძლებელი ხდება. ადამიანებსაც ერჩოდნენ უკვე. მე კი მაღაზიებსა თუ კაფეებში სულ თან დამყავდა, რადგან „მარტოხელა დედა“ ვიყავი და დამხმარე არავინ მყავდა.  ხალხი ფოტოებს იღებდა მათთან და იყო ერთი ამბავი. ამიტომაც, მათი ვოლიერში გამოკეტვა მომიწია. პირველად რომ დავტოვე დავლო თავშესაფარში, მთელი ღამე არ მეძინა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მეორედ დავაობლე.


– ვოლიერში შედიხართ  უკვე გაზრდილ დათვებთან და ხელით აჭმევთ. არ გეშინიათ?

– არა, არ მეშინია, მაგრამ მაინც ვფრთხილობ. მათ გარეშე ვერ ვძლებ. ორი დღე რომ არ ვნახავ, საშინლად მენატრებიან. ორ ფეხზე დგებიან და ადამიანივით მეხუტებიან. დავლო ლოყაზე მომადებს ხოლმე ცხვირს და ეს არის მისი კოცნა.ზუსტად ისე იქცევიან, როგორც ბავშვებმა იციან, როცა მონატრებულ ადამიანს ნახავენ. ასე რომ, სიყვარული შიშზე უფრო ძლიერია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სპეციალურ მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება