სიახლეები
სიახლეები

განათლების საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება
24-01-2019
-
+


განათლების საერთაშორისო დღე წელს პირველად აღინიშნება. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღედ 2018 წელს გამოაცხადა.

იუნესკო-ს (გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანაბარი, ყოვლისმომცველი და სამართლიანი განათლების გარეშე ქვეყნები ვერ შეძლებენ გენდერული თანასწორობის და სიღარიბის დაძლევას. 

„დღეს, 262 მილიონი ბავშვი და ახალგაზრდა არ დადის სკოლაში, 617 მილიონი ბავშვს კი არ შეუძლია კითხვა და არ იცის საბაზო დონის მათემატიკა. აფრიკის საჰარის სამხრეთით კი გოგონების 40%-ზე ნაკლებმა საშუალო სკოლა ქვედა ზღვარზე მიატოვა, ხოლო  4 მილიონი ლტოლვილია ბავშვი სკოლის გარეთაა დარჩენილი. ეს მათი უფლებების დარღვევაა და მიუღებელია“, - ნათქვამია იუნესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ განაცხადა, რომ განათლება არის ადამიანის უფლება, საზოგადოებრივი კეთილდღეობა და პასუხისმგებლობა.

„ეს დღე არის ფუნდამენტური პრინციპების დადასტურება. პირველ რიგში, განათლება არის ადამიანის უფლება, საზოგადოებრივი კეთილდღეობა და პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, განათლება არის ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ძლიერი ძალა, რათა უზრუნველვყოთ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ეკონომიკური ზრდის სტიმულირება პოტენციალისა და ინოვაციების ზრდისთვის. საჭიროა უფრო სტაბილური და მდგრადი საზოგადოებების შექმნა“, - განაცხადა იუნესკო-ს გენერალურმა დირექტორმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება