მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლო პერიოდში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრში მიმართვიანობა გაზრდილია.
ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის წარდგენაზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდში მოიმატა მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრში მომართვიანობამ. 2018 წლის ბოლოსთვის 3 000-მდე ბენეფიციარი იყო გადმომისამართებული ჩვენთან“,- აღნიშნა გელა გელაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა დაინფორმირების მიზნით, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში საბოლოო სახით მოდიფიცირება. პროტალზე ფსიქოლოგის კონსულტაცია, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად საზოგადოებას „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარუდგინა.
ასევე იხილეთ: რა ცვლილებები შედის მანდატურის სამსახურის ფუნქციებში - განათლების სამინისტრო „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის შესახებ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს