სიახლეები
სიახლეები

განათლების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბულინგის და ნარკოტიკების წინააღმდეგ კამპანიას გეგმავს
25-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმილია კამპანიაა, რომელიც შეეხება ბულინგს და ნარკოტიკების მოხმარებას.

ამის შესახებ მინისტრმა განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროექტის “უსაფრთხო სკოლის” პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„დღეს წარმოვადგინეთ ინფორმაცია, რომელიც „უსაფრთხო სკოლის” კონცეფციას, მანდატურის სამსახურის გაძლიერებას გულისხმობს. ამაში იგულისხმება მათი კვალიფიკაციის გაზრდა, რაშიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა, როგორც შინაგან საქმეა სამინისტრო, ასევე ამერიკის მანდატურის ასოციაცია, რომლის სპეციალისტები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ამ პროცესში ჩართულები. ამ პერიოდში მოხდა მათი გადამზადება, გაიზარდა მათი ცოდნა. 

ასევე, მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ფსიქოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე. გაიზარდა ჩვენი ფსიქოლოგების რაოდენობა და კვალიფიკაცია, რომლებიც მანდატურებთან ერთად არიან სკოლის სამუშაოებში ჩართულები და ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ასევე გაიზარდა სხვადასხვა ელექტრონული საშუალებით ამ სამსახურზე წვდომა, ცხელი ხაზი გაძლიერდა და 24 საათის განმავლობაში მუშაობს. 

3 თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა, რომლის შედეგი უკვე ვნახეთ. ყოველთვიურად რაც ვაკვირდებით, სტატისტიკა შემცირებულია. მაგრამ ეს იმის საფუძველს არ გვაძლევს, რომ არ დავიწყოთ რეფორმის მეორე ეტაპი, რაც მანდატურების რიცხვის გაზრდას გულისხმობს. ასევე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები გაფართოვდება.  ასევე შეიქმნება, კრიზისული სიტუაციების მართვის ჯგუფი.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმილია სპეციალური კამპანია, რომელიც შეეხება ბულინგს, იგივე ნარკოტიკების მოხმარებასა და სხვადასხვა საკითხს”,- აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების რეფორმის ფარგლებში, „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარდგენისას, მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის განხორციელება რეფორმის ფარგლებში უკვე დაწყებულია და მიზანს მანდატურის სამსახურის გაძლიერება წარმოადგენს.

„სკოლების უსაფრთხოების მიმართულებით, ბოლო თვეების განმავლობაში უკვე მივიღეთ პოზიტიური შედეგები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ვიწყებთ რეფორმის მეორე ეტაპს, რომელიც მანდატურის სამსახურთან ერთად, სკოლების გაძლიერებას გულისხმობს. ჩვენი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა უმთავრესი პრიორიტეტია. 3 თვეში კიდევ წარმოვადგენთ ანგარიშსს”, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ისეთი ელექტრონული პროგრამის შექმნაზე, რომელიც სასკოლო პროცესში მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს დედებსა და პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება