მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოფია დარასელიამ ლიდსის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების კვლევითი გრანტი (Leeds University Strategic Research Development Fund) მოიპოვა.
სოფია სადოქტორო კვლევას ინგლისში, ლიდსის უნივერსიტეტში, ქართული ენის კორპუსის ლინგვისტიკის მიმართულებით ახორციელებს და ლიდსის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს.
აღნიშნული კვლევითი გრანტით სოფია დარასელია ლიდსის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციას გაუწევს ორგანიზებას. კერძოდ, საუბარია სამეცნიერო კონფერენციაზე მორფოლოგიურად მდიდარი ენების კომპიუტერული დამუშავების შესახებ (Workshop on Computational Approaches to Morphologically Rich Languages ) (#CAMRL2017), რომელიც ამ ტიპის პირველი ღონისძიებაა ლიდსის უნივერსიტეტში და განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრით, რომ კონფერენციის ინტერესების სფეროს ქართველური ენები წარმოადგენს.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ქართველოლოგიური ჯგუფის მეცნიერები არიან. კონფერენცია (#CAMRL2017) 2017 წლის 5 ივლისს ჩატარდება ლიდსის უნივერსიტეტში.
სოფია დარასელია განათლების საერთაშორისო ცენტრის სადოქტორო პროგრამის სტიპენდიატია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.