სიახლეები
სამასწავლებლო

რა შეიძლება იყოს კრედიტქულების ალტერნატივა - დირექტორები საკუთარ აზრს გვიზიარებენ
26-01-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლებს გაუუქმდებათ კრედიტქულები და სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. 

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე აცხადებს, მოქმედი სქემა 2019 წლის ბოლომდეა ძალაში, მანამდე კი მასწავლებლებს შეუძლიათ გააგრძელონ კრედიტქულების დაგროვება.

etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლის დირექტორები - ეთანხმებიან თუ არა კომპეტენციის გამოცდით დადასტურებას ან მათი აზრით, რა საშუალებებით უნდა აიმაღლოს პედაგოგმა სტატუსი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად გაბრიჭიძე:

„მასწავლებელმა მისი ცოდნის დასადასტურებლად და ხარისხის ასამაღლებლად პირველ რიგში აუცილებლად უნდა ჩააბაროს გამოცდა და ეს ცოდნა დაადასტუროს შემდეგ გაკვეთილის ჩატარების პროცესში. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგები და გადამზადებები, რომლის შემდეგაც მასწავლებელი აიმაღლებს სტატუსს“.

ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ღუდუშაური:

„პედაგოგის შეფასება, მისი კომპეტენციის დადასტურება და ასევე ხარისხის ამაღლება ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესად შესაძლებელია დირექტორის შეფასების საფუძველზე. ასევე გამოცდებით, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კუთხით და გვაძლევს გარკვეულ სურათს. ვფიქრობ, პედაგოგის შესაფასებლად არ არის მომგებიანი გარე დაკვირვება. ამას ნამდვილად სჯობს, ძველი მეთოდის მიხედვით, მოულოდნელად მოხდეს გაკვეთილზე დასწრება და პედაგოგის შეფასება და ხარისხის განსაზღვრა".

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ქორიძე:

„გამოცდაზე ისეთ არაფერი არ არის ჩასაბარებელი, რაც დაეხმარება პედაგოგს საგაკვეთილო პროცესში. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ გამოცდების ჩაბარება განსაზღვრავს პედაგოგის კომპეტენციას. ამის დადასტურება შესაძლებელია არა გამოცდებით, არამედ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებით, რომლის გავლის შემდეგაც განისაზღვრება პედაგოგის ხარისხი“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბაგაშვილი:

„მე ვფიქრობ, რომ გამოცდებით ნამდვილად შეიძლება პედაგოგის კომპეტენციის დადასტურება. რაც შეეხება, ხარისხის ამაღლებას, ეს ალბათ შესაძლებელია დამატებითი ტრენინგებითა და გადასამზადებელი ლექციების შედეგად“.

ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ცნობილაძე:

„კრედიტქულების დაგროვების გაუქმების შემდეგ სამინისტრომ პედაგოგის კომპეტენციის დასადასტურებლად შემოგვთავაზა ალტერნატიული საშუალება - გამოცდები. ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად საუკეთესო საშუალება მასწავლებლის ხარისხის დასადასტურებლად“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოლობნის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ვაჩეიშვილი:

„მე ვფიქრობ, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემა მასწავლებლის ხარისხის დასადასტურებლად იყო არაჩვეულებრივი საშუალება და იმედს გამოვთქვამ, რომ შენარჩუნდება“.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მუშარბაძე:

„კრედიტქულების გაუქმების შემდეგ, რომელიც ვფიქრობ, მაინც და მაინც, არ იძლეოდა კარგ შედეგს, კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელია სხვდასხვა ორგანიზაციების შედეგად ჩატარებული ტრენინგებით და რა თქმა უნდა, ამ მიღებული ცოდნის დადასტურება გამოცდებით და ტესტირებებით“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა კვარაცხელია:

„პედაგოგის კომპეტენციის დასადასტურებლად და ასევე მისი ხარისხის ასამაღლებლად, კრედიტქულების დაგროვების სისტემის გაუქმების შემთხვევაში, აუცილებელია პედაგოგთა გადამზადება სხვადასხვა ტრენინგების საშუალებით და შემდეგ უკვე მან უნდა ჩააბაროს გამოცდა ზუსტად აი იმ საკითხებში, რაც იქნება გადასამზადებელი ტრენინგების დროს“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე:

„ძალიან კარგია, რომ გამოცდები შემოდის და ამ გამოცდებით მოხდება პედაგოგის კომპეტენციის დადასტურება. ასევე ვფიქრობ, ხარისხის ამაღლების მიზნით იქნებოდა ძალიან კარგი საშუალება ტრენინგები და წამახალისებელი შეფასებები ამ ტრენინგების დამაკმაყოფილებლად გავლის შემდეგ“. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება