სიახლეები
საინტერესო

5 შეცდომა, რომლებიც შესაძლოა დამწყებმა მასწავლებელმა დაუშვას
29-01-2019
-
+


ნათქვამია - „შეცდომებს არ უშვებს ის, ვინც არაფერს აკეთებს", მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომებს უნდა შევეგუოთ და დინებას მივყვეთ? - თითოეულ დაშვებულ შეცდომას უნდა ჩავუღრმავდეთ, გავაანალიზოთ და მის აღმოსაფხვრელად ზომები მივიღოთ.

სტატიაში მოგითხრობთ იმ ძირითადი შეცდომების შესახებ, რომელსაც დამწყები მასწავლებლები უშვებენ და იმედი გვაქვს სტატია პროფესიული წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

დამწყები მასწავლებლის 5 ძირითადი შეცდომა

მოსწავლის ნებისმიერ ოინს და დაბალ აკადემიურ მოსწრებას საკუთარ თავზე იღებს

არ მიიღოთ პირად შეურაცხყოფად  მაგალითად: უსწავლელი გაკვეთილი ან ტყუილი იმის შესახებ, რომ მას სახლში რვეული დარჩა ან ლიფტში გაიჭედა და იმიტომ დააგვიანდა.  ამასთან, მასწავლებელი საკუთარი მოსწავლეების ქცევასა და წარმატებაზე სრულიად პასუხისმგებელი ვერ იქნება. 

ზედმეტად რბილი მიდგომა ან ურთიერთობისა და სწავლების ძალიან მკაცრი ავტორიტეტული სტილი


ხანდახან, პოპულარობის ძიებაში, დამწყები მასწავლებლები ბავშვებთან ჟარგონებით საუბრობენ, მოსწავლეებს გაკვეთილზე თავისუფლად გადაადგილებისა და თავისუფალი დასწრების უფლებას აძლევენ.  ხშირად ეს იწვევს იმას, რომ ბავშვები მასწავლებლის პატივისცემას კარგავენ და მას სუსტად და გამოუცდელად თვლიან.

მეორე უკიდურესობაა ზედმეტი სიმკაცრე და მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობების სრული არქონა. ზემოთ აღნიშნული ვერსიის შიშით ან წინასწარგანწყობის გამო, ბევრი დამწყები მასწავლებელი პირველივე გაკვეთილიდან სიმკაცრეს იჩენს. ასეთი მასწავლებლების გაკვეთილი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურად არაკომფორტულია და ასეთი პედაგოგები არ უყვართ. 


დაპირების შეუსრულებლობა

ძალიან გავრცელებული შეცდომაა. დაუდევრობის, ბევრი საქმის ან სხვა მიზეზების გამო მასწავლებლები დანაპირებს არ ასრულებენ. 

ერთხელ - ორჯერ და ბავშვებს თქვენი აღარ სჯერათ. შეჰპირდით კინოში წაყვანას? უთხარით, რომ დაურეკავთ მის მშობლებს, თუ კიდევ ერთხელ დააგვიანებს გაკვეთილზე? შეასრულეთ! სხვა ვარიანტი არ არსებობს. ან დაუსახელეთ ობიექტური მიზეზები, რატომ ვერ შეასრულეთ დანაპირები. 


მასალის ძალიან რთულად ან პირიქით ზედმეტად მარტივად მიწოდება


დატვირთეთ მოსწავლე  მის ძალების გათვალისწინებით: არც უნივერსიტეტის დონის ტერმინებით და არც ზედმეტად მარტივი ტექსტით, რომ თქვენი საგანი ზედმეტად „იოლად“ არ ჩათვალოს, სადაც არაფერს გააკეთებს. მიეცით სირთულით საშუალო დავალება და უფრო რთული კი ტვინის გასავარჯიშებლად. განუმარტეთ გაუგებარი სიტყვები, ასწავლეთ როგორ გაამრავლოს სწრაფად რიცხვები, როგორ დაიმახსოვროს მარტივად ფორმულა და ა.შ.


პროფესიული ეთიკა

არასოდეს განიკითხოთ სხვა მასწავლებელი ბავშვებთან, ასევე არასოდეს განიხილოთ ბავშვი თანაკლასელების თანდასწრებით და არც მაშინ როდესაც გაკვეთილზე არ არის. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება