მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 სასწავლო წელს შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი გრანტის მიღების შესაძლებლობას კარგავდა.
ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული წესი უსამართლო იყო. ამასთან, წესის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი შეცვლილი სავალდებულო საგნების ჩამონათვალიც იყო.
„თქვენ იცით, რომ შანსების გასაზრდელად აბიტურიენტები ირჩევდნენ რამდენიმე გამოცდას, მაგალითად, აბარებდნენ 4 გამოცდას, თუმცა, შანსის გასაზრდელად არჩეული ჰქონდათ 5 ან 6 გამოცდა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე არჩევით საგანში ჩაიჭრებოდა ან რაიმე მიზეზის გამო ვერ გამოცხადდებოდა გამოცდაზე, მაშინ ის კარგავდა გრანტის მიღების შანს. რაც ვფიქრობთ, რომ უსამართლო იყო აბიტურიენტებისთვის. ასე რომ ამ რეგულაციას წელსვე შევცვლით.
რაც შეეხება გრანტის განაწილების წესს, ამაზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა. ცხადია შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რადგან სავალდებულო საგანთა ნუსხა შეიცვლება. ამ პროცესში მაქსიმალურად შევეცდებით, აბიტურიენტების ინტერესები გავითვალისწინოთ“, -განაცხადა სოფო გორგოძემ.
იხილეთ ასევე: მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს უქმდება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა