სიახლეები
საინტერესო

ოსკარი 2019 - ყველაფერი წლევანდელი დაჯილდოების შესახებ
28-01-2019
-
+


თებერვალში რამდენიმე საათით მსოფლიოს კინომანებისა და ათასობით მაყურებლის ყურადღებას დოლბის თეატრი და იქ შეკრებელი 3,400 ადამიანი მიიპყრობს. ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოება წლის საუკეთესო ფილმს, მსახიობებს, ანიმაციებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. 

სანამ კინოინდუსტრიის 2019 წლის რჩეულების ვინაობას გავიგებთ, თვალი გადავავლოთ  საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს წლევანდელი დაჯილდოებისა და ნომინანტების შესახებ. 

ოსკარი წამყვანის გარეშე - კევინ ჰარტის უარი „დოლბის თეატრის“ სცენას 

დაჯილდოებამდე თვენახევრით ადრე ცნობილი გახდა, რომ კომიკოსი მსახიობი კევინ ჰარტი ცერემონიალს აღარ წაიყვანდა. ჰარტის უარის მიზეზი მის მიმართ გაჟღერებული კრიტიკა იყო - მსახიობს წლების წინ ტვიტერზე გამოქვეყნებული ჰომოფობიური განცხადებები გაახსენეს. მისი საბოლოო უარის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა კითხვა - ვინ გაუძღვება ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიალს? როგორც ჩანს, ამაზე პასუხი არც კინოაკადემიას აქვს, რადგან სავარაუდო წამყვანის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ისმის. ტაბლოიდებს თუ დავუჯერებთ, აკადემიამ წამყვანი უკვე აარჩია და ის 25 თებერვალს გახდება ყველასთვის ცნობილი. თუმცა, ამ თემის ირგვლივ სხვა უამრავი ვერსიაც არსებობს და რომელიმე მათგანის დაჯერება რთულია. ფაქტი ერთია, შესაძლოა წლევანდელმა ოსკარმა წამყვანის გარეშე ჩაიაროს და ეს ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად მოხდება. 

„საუკეთესო სიმღერის“  ხუთეულიდან შესაძლოა სცენაზე მხოლოდ ორი შესრულდეს

ტრადიციულად, ნომინაციაში „საუკეთესო სიმღერა“ წარდგენილი სიმღერები ცერემონიალზე სრულდება ხოლმე, თუმცა წელს შესაძლოა ეს ტრადიციაც შეიცვალოს. როგორც ამ დროისთვის ცნობილია, დაჯილდოება სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება, შესაბამისად საეთერო დროში ყველა სიმღერის შესრულება ვერ ესწრება. დაუდასტურებელი ინფორმაცით, ხუთი ნომინანტიდან მხოლოდ ორი სიმღერა შესრულდება: ლედი გაგას და ბერდლი კუპერის „Shallow“ და კენდრიკ ლამარისა და სიზას „All The Stars“. 

ოსკარზე წარდგენილი ფილმის წინააღმდეგ შექმნილი პეტიცია 

წელს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში ფილმი „Detainment“ არის წარდგენილი. ფილმი რეალურად მომხდარ მკვლელობას ეხება. 1993 წელს ორმა მოზარდმა ორი წლის ბავშვი მოიტაცა და სასტიკად მოკლა. ფილმი ამ სიუჟეტის მხატვრული ინტერპრეტაციაა, რომელიც მკვლელებთან ინტერვიუების დახმარებით არის გადაღებული. ფილმისთვის ნომინაციის მოხსნის პეტიციის ავტორი გარდაცვლილი ბავშვის დედაა, რომლის თქმითაც რეჟისორი ვინსენტ ლამბრე თავისი სურათით მკვლელების გამართლებას ცდილობს. ამ დროისთვის პეტიციაზე ხელი 130 000 ადამიანმა მოაწერა.  

საპატიო ოსკარი 2019 - მფლობელები 

ცერემონიალზე ახალ გამარჯვებულებთან ერთად წლის საპატიო ოსკარის მფლობელებსაც დააჯილდოვებენ. ხუთი აწ უკვე ოსკაროსანი კინომოღვაწის ვინაობა ცნობილია. ესენი არიან: სისლი ტაისონი (მსახიობი), ლალო შიფრინი (კომპოზიტორი), მარვინ ლევი (პუბლიცისტი, კინოკრიტიკოსი), კეტლინ კენედი (პროდიუსერი) და ფრენკ მარშალი (პროდიუსერი). 

წლევანდელი ნომინანტები ციფრებში 

წელს კინოაკადემიამ ორ ფილმს („რომა“ და „ფავორიტი“) 10-10 ნომინაცია მიანიჭა. მესამე ადგილს ასევე ორი ფილმი („ვიცე“ და „ვარსკვლავის დაბადება“) ინაწილებს 8-8 ნომინაციით. დანარჩენი ფილმების ნომინაციები ციფრებში კი ასე გამოიყურება: „შავი პანტერა“ - 7 ნომინაცია, „შავი კუკლუქსკლანელი“ - 6 ნომინაცია, „ბოჰემური რაფსოდია“ - 5 ნომინაცია, „მწვანე წიგნი“ -  5 ნომინაცია, „პირველი ადამიანი მთვარეზე“ - 4 ნომინაცია, „მერი პოპინსი ბრუნდება“ - 4 ნომინაცია, „ბასტერ სკრაგსის ბალადა“ - 3, „Can You Ever Forgive Me?“- 3, „If Beale Street Could Talk “ - 3 ნომინაცია. 

ალფონსო კუარონის სასწაული 

„რომას“ რეჟისორმა წელს ნამდვილად სასწაული შეძლო. მისი ფილმი 10 ნომინაციით ენგ ლის „ჩასაფრებულ ვეფხვს, დამალულ დრაკონს“ დაეწია (ოსკარების ისტორიაში ამ ორმა უცხოენოვანმა ფილმმა შეძლო ნომინაციების მაქსიმალური რაოდენობის მოგროვება). გარდა ამისა, „რომა“ რიგით მეხუთე ფილმია, რომელმაც ერთდროულად როგორც უცხოენოვან, ისე მთავარ კატეგორიაში მიიღო ნომინაცია. თავად რეჟისორი კი ოთხ კატეგორიაშია ნომინირებული (რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი, სცენარი). 

მარველის კომიქსი მთავარ ნომინაციაში და დისნეის წარუმატებლობა 

წელს მარველის სტუდიასთვის წარმატებული წელია, რადგან მისი „შავი პანტერა“ მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კომიქსის ეკრანიზაცია საუკეთესო ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. 

მარველისგან განსხვავებით, დისნეის სტუდია წელს ფავორიტი აღარ არის. ყველასთვის მოულოდნელად, ოქროს გლობუსი „ადამიანი ობობა. სამყაროს მიღმა“-მ აიღო და ოქროს ქანდაკების მოგების მთავარი პრეტენდენტიცაა. 

პირველად ოსკარზე - სპაიკ ლი, უილიამ დეფო, პაველ პავლიკოვსკი

ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ლი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში პირველად არის ნომინირებული („შავი კუკლუქსკლანელი“). ამავე კატეგორიაში პირველია ასევე პოლონელი რეჟისორი პაველ პავლიკოვსკი („ცივი ომი“).  პირველად მიიღეს საუკეთესო მსახიობის ნომინაცია უილიამ დეფომ და რემი მალეკმათავიანთ კატეგორიებში პირველი ნომინაციები მიიღეს შემდეგმა მსახიობებმაც: ადამ დრაივერი, მელისა მაკარტი, ოლივია კოლმანი, იალიცა აპარასიო და მარინა დე ტავირა.

1966 წლის შემდეგ საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში ორი შავ-თეთრი ფილმი „რომა“ და „ცივი ომი“ მოხვდა, ჰანა ბიჩლერი („შავი პანტერა“) კი პირველი აფროამერიკელი მხატვარია, რომელმაც ნომინაცია მიიღო. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება