მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსახორციელებელი ცვლილებები არ შეეხებათ. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, ერთადერთი ცვლილება, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დამტკიცდა, ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს შეეხებათ.
„აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი აბიტურიენტებისთვის წელს არ იცვლება არაფერი. ისევე ჩაირიცხებიან ერთწლიან მოსამზადებელ პროგრამაზე, როგორც აქამდე აბარებდნენ.
რაც შეეხება ოსურ და აფხაზურენოვან აბიტურიენტებს, მათ ენაში ექნებათ გამოცდა, თუმცა, ეს არ არის ახლა მომზადებული სიახლე, ზაფხულში იყო ეს ცვლილებები კანონში მიღებული, უბრალოდ ჩვენ მოგვიწევს ახლა, ამ წელს განვახორციელოთ ეს ცვლილება“,- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ახალგაზრდებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარე უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას, საკანონდებლო ცვლილებებით უნარების ტესტი აფხაზური და ოსური ენის ტესტით ჩანაცვლდა. შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მხოლოდ ერთი გამოცდით – აფხაზურ და ოსურ ენაში გამოცდით ექნებათ შესაძლებლობა უმაღლესში ჩაირიცხონ.
ასევე იხილეთ: 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა