მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის N9 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა, ნინო შოშიაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც ნიკო კეცხოველს მიეძღვნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონიძიება ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად CENI -ს ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში ჩატარდა.
„ეკო კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი გამორჩეული, ლამაზი და საქმიანი დღე იყო - ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ბუნებაზე უზომოდ შეყვარებულ და მის უდიდეს ქომაგსს, ადამინას, რომლესაც მისმა თანამედროვეებმა „ბუნების მინდია“ უწოდეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა მიწვეულ სტუმრებთან ნიკო კეცხოველის ღვაწლზე ისაუბრეს, საზოგადოებას იგი გააცნეს, როგორც საქართველოს ფლორისა და ფაუნის უბადლო დამცველი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, თსუ-ს უნივერისიტეტის რექტორი და რაც მთავარია, როგორც საბავშო მწერალი. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მისი წიგნებიდან ამონარიდი ფრაზები წაიკითხეს. ასევე გაიმართა ნიკო კეცხოველის შესახებ დოკუმნეტური ფილმის ჩვენება.
ღონისძიებას ბევრი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯის წარმომადგენლები.
ღონისძიების ბოლოს კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯსა და თელავის N9 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლების მემორანდუმი გაფორმდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.