სიახლეები
სიახლეები

„მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებს ავუხსნათ ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღეთ “ - ირინა აბულაძე მე-12 კლასელების პროტესტს ეხმაურება
29-01-2019
-
+


ბათუმის სკოლების მე-12 კლასელების პროტესტს, რომლებიც გამოსაშვები გამოცდების წელსვე გაუქმებას მოითხოვენ,  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, აბიტურიენტების მოსაზრებებს მოისმენენ და აუხსნიან თუ რატომ არ გაუუქმეს წელსვე მათაც, მე-11 კლასის მსგავსად, სკოლის დამამთავრებელი გამოცდები. 

„არ ვიცი რას ამბობენ მე-12 კლასელები, თუმცა, ალბათ, სამინისტროში გაეცნენ მათ პრეტენზიებს. ჩვენ ცხადია, განვიხილავთ რას ამბობენ მოსწავლეები. მნიშვნელოვანია, რომ სწორი კომუნიკაცია შედგეს აბიტურიენტებთან, ავუხსნათ ეს გადაწყვეტილება რატომ მივიღეთ და მოვუსმინოთ მათაც. დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე ძალები არ შეუწყობენ ხელს სკოლებში სასწავლო პროცესი ჩაიშალოს და ზოგიერთმა ჯგუფმა პოლიტიკური ქულები დაიწერონ საზოგადოების ნაწილში“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.  

ბათუმში სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართეს. ისინი საატესტატო გამოცდების გაუქმებას წელსვე მოითხოვენ. საპროტესტო აქციის შემდეგ, მოსწავლეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ინგა შამილიშვილს შეხვდნენ. როგორც მინისტრი მოსწავლეებს დაპირდა, მოსწავლეების შეხედულებებს საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნობს.

საპროტესტო აქცია, 3 თებერვალს თბილისში მცხოვრებმა მე-12 კლასის მოსწავლეებმაც დააანონსეს.

შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს მოიხსნება, მე-12 კლასში კი გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნეს, მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები 2020 წელს გაუქმდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება