სიახლეები
სიახლეები

„​რეპეტიტორებისგან მიღებული ცოდნა შედეგს არ გვაძლევს“ - რა ბედი ელის „ცნობილ ინსტიტუტს“ დაანონსებული ცვლილებების შემდეგ 
29-01-2019
-
+


„სკოლა უნდა გაძლიერდეს, უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სკოლის საატესტატო გამოცდებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეპეტიტორებისგან მიღებული ცოდნა არანაირ შედეგს არ იძლევა, განსახორციელებელი ცვლილებები კი მშობლების უზარმაზარი რესურსების ეკონომიას გამოიწვევს.  

შემცირდება თუ არა რეპეტიტორებზე მოთხოვნა  საატესტატო გამოცდების გაუქმებითა და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები სავალდებულო გამოცდების შემცირების შედეგად  - აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge განათლების სფეროს სპეციალისტს, რეზო აფხაზავას ესაუბრა.

როგორც რეზო აფხაზავა აცხადებს, სკოლის საატესტატო გამოცდებისა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში განსახორციელებელი ცვლილებები რეპეტიტორების მოთხოვნას შეამცირებს, თუმცა, მისი განმარტებით, ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე არ მიუთითებს.

„რეპეტიტორის საჭიროება მნიშვნელოვნად განისაზღვრება იმით, რომ რამდენად ხარისხიან განათლებას იძლევა სკოლა. რეპეტიტორობა იმით არის გამოწვეული, რომ სახელმწიფო ისეთ მოთხოვნას უყენებს მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლები ვერ აძლევენ მათ. ამ მოთხოვნების მოხსნა კი რეპეტიტორების საჭიროებას ამცირებს. თქვენ იცით, ქვეყანაში რეპეტიტორების რაოდენობა გაზრდილია და ამ გამოცდების მოხსნა მათ რაოდენობას შეამცირებს, მაგრამ ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე არ მიუთითებს, რადგან გამოცდები განათლების ხარისხზე არსებით გავლენას არ ახდენდა. უბრალოდ, ეს იყო დამატებითი ტვირთი ოჯახებისთვის, რომ გამოცდის ბარიერი დაეძლევინებინათ ბავშვებისთვის. ამისთვის მშობლები იხდიდნენ უამრავ ფულს. რეალურად კი სკოლის გამოსაშვები გამოცდა ვერც კი ამოწმებს, რამდენად მიღწეულია ზოგადი განათლების მიზნები. ანუ ვიღებდით „კვაზი“ სისტემას, რომელიც ადამიანებს ახარჯინებს ფულს იმ ბარიერის გადალახვაში, რომელი ბარიერიც რეალურად არაფრის გადალახვისთვის არის შექმნილი“, - განაცხადა აფხაზავამ.

რეპეტიტორებთან დაკავშირებით მშობლების მიერ გაწეულ მაღალ ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით ყურადღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემაც გაამახვილა.

მისი თქმით, იმისთვის რომ მოსწავლეებმა სკოლა დაამთავრონ და უმაღლესში ჩააბარონ მინიმუმ 12 გამოცდის ჩაბარება უწევთ, მოსწავლეების უმეტესობა კი გამოცდების ჩასაბარებლად კერძო რეპეტიტორთან ემზადება, რაც მშობლებისთვის დიდი ფინანსური ხარჯია.

„იზრდება ოჯახის დანახარჯი, რადგან მოსწავლეების უმეტესობა ემზადება კერო რეპეტიტორთან და უკვე დგება ხელმისაწვდომობის პრობლემაც, რადგან ბავშვების 80%-ზე მეტი, რომელთა ოჯახის შემოსავალი 1 000 ლარზე მეტია, ემზადება კერძო რეპეტიტორთან, ხოლო ვისი შემოსავალიც 400 ლარი და ნაკლებია, მათი მხოლოდ 30% ემზადება. ზოგადად მშობლების დანახარჯები ძალიან დიდია“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

როგორც etaloni.ge-სთან ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა განაცხადა, ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, შვილს 3 საგანში ამზადებს, რაშიც თვეში 450 ლარის გადახდა უწევს. ის ასევე ამბობს, რომ სხვა მშობლებისგან განსხვავებით გაუმართლა, სკოლის გამოცდებისთვისაც რომ არ უწევს შვილის მომზადება რეპეტიტორებთან.

„უკვე ვთვლი, რომ გამიმართლა, რადგან ჩემს შვილს მხოლოდ 3 საგანში ეროვნული გამოცდებისთვის ვამზადებ და სკოლის გამოცდებისთვის არ მიწევს მისი ცალკე მომზადება, თორემ იმ ხარჯების წარმოდგენაც კი აღარ მინდა რომელიც მომიწევდა. 3 საგანში ვამზადებ: ზოგად უნარებში, უცხო ენასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში და სამივეში ერთად თვეში 450 ლარს ვიხდი, ამას ემატება ქსეროქსების, წიგნების და გზის ფული. საბოლოო ჯამში რა თანხა მიჯდება, ამის თქმა რთულია. ჩვეულებრივი ფულის მახეა, ყველა საგანში უნდა მოამზადო ბავშვი და რისთვის?!... ძალიან კარგია, რომ საატესტატო გამოცდები უქმდება, ვფიქრობ, რეალურად ბავშვებს ეს გამოცდები ცოდნას არ აძლევდა, რადგან მხოლოდ გამოცდისთვის ნასწავლი მასალა მალევე ავიწყდებათ“, - განაცხადა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება, 2019 წელს კი მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება, თუმცა, აღნიშნული გამოცდები წელს მე-12 კლასელებისთვის შენარჩუნდება.  რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, 2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. სავალდებულო იქნება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“

მასწავლებლების 4 საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

„გარკვეული საკითხები მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა“

„შემაცილეთ, ხალხი არ ხაართ?!“ - მასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტმა 10 წუთი დაიგვიანა

პიროვნება
სკოლები

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება