სიახლეები
ეტალონი

ტიბაანის საჯარო სკოლის ტრადიციად ქცეული გამარჯვება -„სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია
30-01-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით სიღნაღის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის წარმომადგენლები ხათუნა აღამონაშვილი და თამარ ჯოხარიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარობისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსწავლეებს წიგნი განსაკუთრებით უყვართ:

„მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია,რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში განსაკუთრებული ემოციებით ხვდებიან. ამ ინტელექტ- ჩემპიონატებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბავშვების მონდომება და მოტივაცია. მათ აქვთ ძალიან დიდი სურვილი ისწავლონ მეტი, იყვნენ გამორჩეულები და პირველები. მართალია ინტერნეტმა და თანამედროვე ტექნოლოგიებმა თითქოს გადაჩრდილა წიგნი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში წიგნი პოპულარობას ნამდვილად არ კარგავს და მიხარია, რომ იზრდება თაობა, რომელსაც უყვარს კითხვა“

სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ბეჟაშვილმა ტიბაანის საჯარო სკოლას ტრადიციად ქცეული გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას:

„ძალიან საინტერესოდ და ემოციურად წარიმართა დღევანდელი დღე. წლების განმავლობაში, ეს პროექტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის უკვე ძალიან ახლობელი გახდა, რომლის გამოჩენასაც ყოველ წელიწადს დიდი სიხარულით ველოდებით. თქვენ ხედავდით, როგორი გახარებულები იყვნენ ბავშვები, რამდენად მონდომებულები. დღევანდელი ქულები ნიშნავდა იმას, რომ მოსწავლეები თავის თავზე მუშაობენ და ვითარდებიან. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ტიბაანის საჯარო სკოლა, რომელმაც წელს მეორედ მოიპოვა პირველობა და სწორედ ამ სკოლის მოსწავლე გახდა „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტიბაანის საჯარო სკოლაში მზაობა ძალიან მაღალია. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა „ეტალონს“ სწორედ ამ მოტივაციის გაზრდისთვის და გისურვოთ ძალიან დიდი წარმატება“

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის წარმომადგენელმა ხათუნა აღამონაშვილმა მშობლიურ სკოლას გამარჯვება მიულოცა და „სიღნაღის ეტალონ მოსწავლეს“ წარმატებები უსურვა:

„ძალიან მნიშვნელოვანია „ეტალონი“ ახალგაზრდების განვითარებისთვის. ამ პროექტის დახმარებით მათ უყალიბდებათ ჯანსაღი თვითშეფასება და ცდილობენ ყოველდღიურად უფრო მეტი ისწავლონ და მეტად განვითარდნენ. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ტიბაანის საჯარო სკოლა, რომელმაც წელს მეორედ მოიპოვა გამარჯვებული სტატუსი. ეს ჩემი მშობლიური სკოლაა და სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციური იყო. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ჩვენი მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“ 

"სიღნაღის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი ტიბაანის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ დავით ბიძინაშვილმა მოიპოვა. გამარჯვებულმა მადლობა მასწავლებლებს და დედას გადაუხადა და თანატოლებს საკუთარი „წარმატების ფორმულა“ გაუზიარა:

„სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრი არ მიმუშავია იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია დღეს. ძალიან ბედნიერი ვარ და დღევანდელი ჩემი გამარჯვება დედაჩემის და ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა. ჩემპიონატამდე ინტერნეტში ვნახულობდი ძველ  ვიდეოებს და ვცდილობდი მომზადებული ვყოფილიყავი. ვისაც გამარჯვება უნდა ვუსურვებ რომ არ დანებდნენ და ბევრი იმეცადინონ

ტიბაანის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინე ათანელიშვილმა „სიღნაღის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ტიბაანის საჯარო სკოლაში წარმატება უკვე ტრადიციად იქცა:

„ძალიან ამაყი ვარ.  ჩვენი სკოლის მოსწავლე „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ გახდა , ხოლო ათეულში სამი ბავშვი მოხვდა. ეს ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის ძალიან დიდი სიხარული და წარმატებაა. უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა ჩვენს სკოლაში გამარჯვება. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან. ბევრს მეცადინეობენ და შრომობენ. ვიცოდი, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევდნენ“

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრში გამარჯვებულმა მოსწავლემ „სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება