სიახლეები
სიახლეები

„შეიქმნება შესაბამისი მექანიზმები, რომ სკოლებში კორუფციის ფაქტები არ მოხდეს“ - მიხეილ ბატიაშვილი
31-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის თქმით, თუ სკოლა არ იქნება ძლიერი და დამოუკიდებელი, მაღალი ხარისხის განათლების მიღება წარმოუდგენელია.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა, გაუქმების შემთხვევაში, სკოლაში შიდა გამოცდები ჩატარდება.

„გამოცდების გაუქმების შემთხვევაში კი იმ საგნებში ცოდნის გამომჟღვანება, რომელსაც ახლა საატესტატო გამოცდებზე აჩვენებდნენ მოსწავლეები, სკოლის შიდა გამოცდით იქნება შესაძლებელი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სკოლები და ამ გამოცდების ჩაბარება სკოლებში უნდა მოხდეს“,-აღნიშნა მან.

კითხვაზე არიან თუ არა სკოლები მზად იმისთვის, რომ თავად ჩაატარონ გამოცდები, მაშინ როცა ექსპერტები კორუფციაზეც საუბრობენ, მინისტრი ამბობს, რომ განათლების სამინისტრო ყველანაირად ჩართული იქნება სკოლებში კორუფციის საფრთხეების შემცირების პროცესში და შეიმუშავებს შესაბამის მექანიზმებს.

„ჩვენ ყველანაირად ჩართულნი ვიქნებით იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს. შეიქმნება შესაბამისი მექანიზმები, რომელიც ამას უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ადგილზე (კორუფციის ფაქტები), მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც რისკი არსებობს, არ შეიძლება მომავალი თაობები შევწიროთ. დღეს ვიღებთ შედეგს, რომ განათლება ქვევით მოდის. ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს, დაიწყოს საქართველოში განათლების ხარისხმა ზრდა, ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას, როგორც სკოლებში ადგილზე, ისე ინსტიტუტებში და საგამოცდო სისტემა იქნება სწორედ ის შუალედური რგოლი, რომელიც შეამოწმებს ბავშვების მიღებულ ცოდნას, რომელიც სკოლაში ისწავლება და ეს იქნება ერთგვარი ფილტრი“,-აღნიშნა მან.

მინისტრის განმარტებით, გამოცდები უნდა ემსახურებოდეს ძლიერ სკოლას.

„ვერც ერთ ქვეყანას ვერც ერთ წარმატებულ მაგალითს ვერ დამისახელებთ, სადაც განათლების სისტემის მთელი ორიენტაცია გამოცდებზეა გადასული. თუ ჩვენ არ გვექნება ძლიერი დამოუკიდებელი სკოლა, წარმოუდგენელია მივიღოთ მაღალი ხარისხის განათლება. ამიტომ ჩვენი ხედვა მიმართულია იქითკენ, რომ სკოლა ადგილზე გავაძლიეროთ, სკოლამ თვითონ უნდა უზრუნველყოს ამ გამოცდების ჩაბარება და არ უნდა იყოს პანაცეა. მთელი რესურსი მშობლების და დრო არ უნდა მიემართებოდეს გამოცდებისკენ. ეს არ არის რეალური ცოდნა, არამედ დროებითი ცოდნაა. ჩვენც ვიცით, ჩვენც ჩაგვიბარებია ასეთი გამოცდები, რომელიც იმისთვის არის, რომ მივიდეთ გამოცდაზე, მივიღოთ შეფასება და გამოსვლისთანავე ეს ყველაფერი დავივიწყოთ. ამას ნებისმიერი სპეციალისტი დაგიდასტურებთ, რომელიც განათლების სფეროშია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადად გამოცდებზე უარი უნდა ვთქვათ, არამედ გამოცდა უნდა ემსახურებოდეს ძლიერ სკოლას, ძლიერ ინსტიტუტს. თვითმიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ გამოცდის ჩაბარება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მივიღოთ განათლება და არა ის რომ უბრალოდ გამოცდა ჩავაბაროთ“,-განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი წელი სკოლებში სასწავლო პროცესი ფაქტობრივად ნახევრად მიმდინარეობს. 

„სკოლა უნდა დაემსგავსოს სკოლას. ბოლო ორი წელიწადი ფაქტიურად, ვიღებთ იმას, რომ სასწავლო პროცესი ფაქტობრივად, ნახევრად მიმდინარეობს, ამას ნებისმიერი მშობელი დაგიდასტურებთ. მთელი დრო იხარჯება იმისთვის, რომ გამოცდა ჩააბარონ. ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა კლასში სრულფასოვნად მიმდინარე სასწავლო პროცესი. დღევანდელი შედეგებით, ნებისმიერი სტატისტიკა რომ აიღოთ, არამარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო შეფასება, ნახავთ რომ ყოველწლიურად ვიღებთ უარეს სიტუაციას“,-განაცხადა მინისტრმა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება