მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით 65 281 მასწავლებელია რეგისტრირებული, მათგან 7 826 კერძო სკოლაში ასწავლის, დანარჩენი 57 455 კი - საჯაროში. აღნიშნული მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ საჯარო სკოლებში საპენსიო ასაკს უკვე 16 014-მა მასწავლებელმა მიაღწია (საქართველოში საპენსიო ასაკი კაცებისთვის 65, ხოლო ქალებისთვის - 60 წელია).
სწორედ ამ თემაზე დაუსვა კითხვა
ტელეკომპანია „იმედში“ სტუმრად მყოფ განათლების მინისტრს ჟურნალისტმა ირაკლი
ჩიხლაძემ.
როგორც აღმოჩნდა მიხეილ ბატიაშვილი
საპენსიო ასაკს მიღწეული პედაგოგების მიმართ ლოიალურია და მათ ღვაწლს აფასებს.
„შემიძლია
ცალსახად ვთქვა, რომ საპენსიო ასაკის ძალიან ბევრი ღირსეული პედაგოგი გვყავს,
ძალიან ბევრს ვიცნობ, მათგან იმხელა ჩართულობაა, მოტივაციაა და იმდენი კარგი
თაობა ჰყავთ გაზრდილი, ასე ცალსახად ამაზე საუბარი არ შეიძლება.
მეორე
საკითხია ის, რომ, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა
შევუწყოთ ხელი, რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია იყოს, შესაბამისი
ეკონომიკური პირობები შევქმნათ, რომ დავაინტერესოთ ამ სფეროში შემოვიდეს. ეს
საკითხი მნიშვნელოვანია რეგიონებში, იმიტომ რომ იქ არის ადგილები, სადაც პედაგოგების
დეფიციტიც გვაქვს.
შესაბამისად,
ორი მიმართულებით უნდა წავიდეთ, ერთი, პედაგოგებს ყველანაირად მივეხმაროთ. რაც
ეხება მათ გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას და მეორე, შევქმნათ
შესაბამისი ეკონომიკური პირობები. სისტემას კი არ უნდა ემსახურებოდეს პედაგოგი,
მათ ამდენი დამტკიცება არ უნდა სჭრიდებოდეთ. რეალურად, მთავარია კლასში როგორ
მუშაობს ბავშვთან და რა შედეგი აქვს, ესაა ჩვენი ამოსავალი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს