სიახლეები
ეტალონი

''რუსთავის ეტალონს'' მრავალრიცხოვანი აუდიტორია ესწრება
16-02-2017
-
+


''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''რუსთავის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება.

სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს რუსთავს სტუმრობს. 

ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ინტელექტ-შეჯიბრში რუსთავის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ღონისძიებას რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, ქვემო ქართლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანია, ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი გიგა ჯღარკავა, რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ლომიძე, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. 

''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''რუსთავის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.












კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება