სიახლეები
სიახლეები

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმების მიზნით საპროტესტო აქციას მართავენ
30-01-2019
-
+


საზღვარგარეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისა და მათი მშობლების ნაწილი უკვე მეორე დღეა, რაც საპროტესტო აქციას მართავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან.

აქციის მონაწილეები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას აპროტესტებენ და სამინისტროსგან მის გაუქმებას მოითხოვენ, უკიდურეს შემთხვევაში კი - ბარიერის დაწევას.

როგორც აქციაზე მყოფი სტუდენტის ერთ-ერთმა მშობელმა, მაია ჯულაყიძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, უნარების გამოცდა ძალიან რთულია და მაგისტრანტობისას უტოლდება, ამასთან, ერთ გამოცდაში თითოეული სტუდენტისგან 100 ლარს ითხოვენ და ეს ყველაფერი მისი თქმით, მაშინ ხდება, როცა მინისტრი გამოცდების გაუქმებაზე საუბრობს.

„ჩვენ გვინდა, რომ სამინისტრომ გააუქმოს გამოცდა, რომელიც უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა უნდა ჩააბარონ.  ეს ბავშვები ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ და ვიცოდით, რომ საერთაშორისო მობილობით გადმოვიდოდნენ და ჩვეულებრივად გააგრძელებდნენ სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა, ჩვენმა პატივცემულმა მინისტრმა დაგვინიშნა უნარების  გამოცდა, რომელიც ურთულესია. ეს არის მაგისტრანტების დონის გამოცდა, ამასთან ბარიერი არის 52%-იანი. ამას ვაპროტესტებთ, ან ბარიერი დაწიონ მინიმუმამდე ან საერთოდ გაგვიუქმონ ეს გამოცდები. გუშინ მთელი საღამო იჯდა მინისტრი ტელევიზიაში და იმას ამბობდა, გამოცდა რა საჭიროაო და აბა ამ ბავშვებს რატომ დაუნიშნეს გამოცდა?!“,-ამბობს ჯულაყიძე.

Etaloni.ge-ს კითხვაზე ჰქონდათ თუ არა მინისტრთან შეხვედრის მცდელობა, მაია ჯულაყიძე გვეუბნება, რომ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.

„ვითხოვთ მინისტრთან შეხვედრას, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, სამინისტროს კარი შიგნიდან ჯოხით ჩაგვიკეტეს. გუშინაც ვიყავით მოსულები სამინისტროში და რესურსცენტრში გაგვგზავნეს, გვითხრეს მათ დავლაპარაკებოდით, შესაძლოა, რაღაც დათმობაზე წამოსულიყვნენ, თუმცა, სპეციალურად მოგვიშორეს გუშინ, რომ დღეს კარი ჩაეკეტათ. გამოცდაში 100 ლარი უნდა გადავიხადოთ, როცა მისაღებ გამოცდაზე გასვლა საგანში 10 ლარი ღირს, ბიზნესი გააკეთეს და მეტი არაფერი“,- გვითხრა მაია ჯულაყიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის აუცილებელი წინა პირობა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება გახდა. აღნიშნულის მიზეზი კი როგორც განათლების სამინისტროში აცხადებდნენ, გააქტიურებული კერძო კომპანიები გახლდათ, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებების და სოციალურ ქსელების საშუალებებით სთავაზობდნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 21 იანვრიდან დაიწყო და 4 თებერვლამდე გაგრძელდება. გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა). გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დასრულებამდე, აღნიშნული თანხა აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება