სიახლეები
სიახლეები

რატომ მათემატიკა და ისტორია? - რა განმარტებას აკეთებს სოფო გორგოძე მესამე არჩევით სავალდებულო საგანზე
30-01-2019
-
+


2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება.

კერძოდ კი სავალდებულო იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

დაანონსებულ სიახლეს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, მათი უმრავლესობა ამბობს, რომ არალოგიკურია ეროვნულ გამოცდებზე მომავალ ექიმს მათემატიკა ან ისტორია ჩააბარებინო.

etaloni.ge სოციალურ ქსელში გამოთქმულ რამდენიმე მოსაზრებას გთავაზობთ:

„ხალხო, მეჩვენება თუ შავით თეთრზე წერია, რომ ბიოლოგიურზე და სამედიცინოზე მათემატიკა ან ისტორია უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა და არა ბიოლოგია?! ვიტირო თუ ვიცინო?! ისედაც რა დონე გვაქვს სამედიცინო საქმიანობაში და ამის მერე ნახეთ:  მათემატიკა ხომ ეცოდინებათ და რა საჭიროა ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია. თან არჩევითიაო მესამე საგანი და მარტო ისტორია და მათემატიკაა ასარჩევი, სხვა საგანი არ არსებობს?“

„პროფესიების დაყოფა ტექნიკურად და ჰუმანიტარულად სისულელე და ანაქრონიზმია. ეკონომისტმა რომელი უნდა ჩააბაროს? თანამედროვე (რაოდენობრივი) ფსიქოლოგია ვისაც აინტერესებს? მარკეტინგში და პიარში ისტორია უფრო გჭირდება თუ მათემატიკა? მუსიკაში?“

„ჩემი შვილი სწავლობს მედიცინაზე, პირველ კურსზე, მათემატიკა საერთოდ არ სჭირდებათ...ფიზიკა, ბიოლოგია ქიმია... სავალდებულო არჩევითი ეს საგნები უნდა იყოს წესით“.

როგორც შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე განმარტავს, საქართველოსთვის თვითმყოფადობის შენარჩუნება არც ისე მარტივია, ამიტომ გადაწყდა, რომ ჰუმანიტარულ მიმართულებებზე აბიტურიენტებმა მესამე სავალდებულო საგნად ისტორია ჩააბარონ, რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიის ცოდნა. ხოლო მისი თქმით, მათემატიკის გარეშე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებით, ამიტომ ამ გამოცდის ჩაბარება მნიშვნელოვანია, თუ აბიტურიენტი არაჰუმანიტარულ მიმართულებაზე აბარებს,

ამასთან, როგორც სოფო გორგოძემ აღნიშნა, უნივერსიტეტში ჩაბარების ახალი მოდელი არის გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივა და თუ ვინმე უკეთეს მოდელს წარადგენს, მზად არიან იმსჯელონ.

„რატომ მათემატიკა და ისტორია? - ამის დასაბუთება ასეთია, თუ ეროვნული გამოცდებისთვის იქნება სამი სავალდებულო საგანი, ის ბავშვები, რომლებიც არაჰუმანიტარული მიმართულებით გადაწყვეტენ ჩაბარებას, მნიშვნელოვანია, მათ იცოდნენ მათემატიკა. ზოგადად, მათემატიკის სწავლების მხრივ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. და თუ მეხსიერება არ მღალატობს, „კატის“ (CAT) გამოცდებში ჩაჭრილთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლი მათემატიკის გამოცდაში ფიქსირდება, რაც ძალიან სამწუხაროა. მათემატიკის გარეშე ჩვენ ნამდვილად ვერ წავალთ წინ და ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ აბარებ არაჰუმანიტარული მიმართულებით.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებას, ისტორია იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა და ჩვენთვის ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანი ჰუმანიტარული მიმართულებით აბარებს, მას ისტორიის ცოდნა უნდა მოვთხოვოთ. ჩვენი ისტორია და ტრადიცია ბავშვებმა უნდა იცოდნენ და ამ საგნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

ამასთან, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მსჯელობა შეიძლება, რომ საზოგადოებრივი მეცნიერებებიდან სხვა საგანი იყოს ამორჩეული.

სოფო გორგოძის განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება