მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა დიდ განსხვავებას ვერ ხედვას კერძო და საჯარო სკოლებს შორის, თუმცა კერძო სკოლებს გარკვეული უპირატესობა მაინც აქვთ.
რომელი უფრო მეტად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, განათლების ხარისხს, მასწავლებელთა პროფესიონალიზმს, კლასგარეშე აქტივობებს, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსებს, პროფესიული კარიერისთვის მზადებას კერძო თუ საჯარო სკოლა - გამოკითხულთა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 20% ფიქრობს, რომ საჯარო სკოლა უკეთ უზრუნველყოფს მოსწავლეთა უსაფრთხოებას, 23%-ის აზრით კი - კერძო სკოლა, 42%-სთვის - უსაფრთხოება თანაბრადაა უზრუნველყოფილი, როგორც კერძო ისე საჯარო სკოლაში.
რაც შეეხება განათლების ხარისხსს, გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ საჯარო სკოლა უფრო კარგად უზრუნველყოფს განათლების ხარისხს ვიდრე კერძო, 28% უპირატესობას ამ საკითხში კერძო სკოლას ანიჭებს, ხოლო 40% განსხვავებას ვერ ხედავს.
გამოკითხულთა 19%-ის აზრით, საჯარო სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებლების პროფესიონალიზმს (ცოდნა და უნარები), ხოლო 21% უპირატესობას ამ მხრივ კერძო სკოლას ანიჭებს, 47% კი ფიქრობს, რომ მასწავლებელთა პროფესიონალიზმს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.
კითხვაზე, საჯარო სკოლა უფრო მეტად უზრუნველყოფს მოსწავლეების კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსს თუ კერძო, გამოკითხულთა 15% საჯარო სკოლას ასახელებს, 21% - კერძოს, ხოლო 49% მიიჩნევს, რომ ორივე ტიპის სკოლაშია შესაძლებელი მოსწავლე კარგ უნივერსიტეტში მოხვდეს.
კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა 2 205 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს