მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია სკოლაში კარგად სწავლისთვის, სკოლის საატესტატო გამოცდებისა და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.
NDI-ის კითხვაზე, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების, სკოლის საატესტატო გამოცდებისა და ზოგადად სკოლაში კარგად სწავლისთვის გამოკითხული მოსახლეობის აზრი შემდეგნაირად გადანაწილდა:
გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორი აუცილებელია, 21%-ის აზრით - არა, ხოლო 5% კითხვაზე პასუხი არ აქვს.
სკოლის საატესტატო გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის კერძო მასწავლებლის აუცილებლობაზე დადებით პასუხს გამოკითხულთა 55% იძლევა, 40% თვლის, რომ რეპეტიტორი საჭირო არ არის, 5%-ს კი ამ შემთხვევაშიც არ აქვს პასუხი.
რაც შეეხება კითხვას, აუცილებელია თუ არა კერძო მასწავლებელი სკოლაში კარგად სწავლისთვის, ამ შემთხვევაში გამოკითხულთა მოსაზრებებს შორის ძალზედ მცირე სხვაობაა. 48% თვლის, რომ რეპეტიტორი საჭირო არ არის, 47%-ის აზრით კი აუცილებელია. ხოლო კითხვაზე პასუხი ამ შემთხვევაშიც მოსახლეობის 5%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა 2 205 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს