მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება და ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება.
Etaloni.ge დაინტერესდა შეეხება თუ არა ცვლილებები მაგისტრანტობის მსურველებსაც ან ხომ არ იგეგმება რაიმე სიახლე მათთვის? - აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით.
როგორც ცენტრში გვიპასუხეს, მაგისტრანტობის მსურველებისთვის ჩასაბარებელ გამოცდებზე სიახლეები ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის და ისინი გამოცდას იგივე პრინციპით ჩააბარებენ, როგორც წინა წლებში აბარებდნენ.
„წელს ნამდვილად არ იცვლება არაფერი მაგისტრატურის გამოცდებზე. ამის შესახებ არც სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე გვითქვამს რამე, ამიტომ ამ ეტაპზე ამ მხრივ სიახლეები არ იგეგმება“, - განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა