სიახლეები
ეტალონი

„ნომერ პირველი გადაცემა დაუბრუნდეს „პირველს“ - მოსწავლეები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში „ეტალონის“ დაბრუნების ინიციატივით გამოდიან
31-01-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში სტუმრობა განსაკუთრებით ფეხბედნიერი ტიბაანის საჯარო სკოლისთვის აღმოჩნდა. უკვე მეორე წელია, მისი მოსწავლეები პირველობას არ თმობენ და „სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ საპატიო ტიტულს ატარებენ.

ტიბაანის საჯარო სკოლის გამარჯვების ტრადიცია წელს VIII კლასის მოსწავლემ, დავით ბიძინაშვილმა გააგრძელა, წარმატების დასაბამი კი ნათია გურაშვილს ეკუთვნის, რომელიც წლევანდელ ჩემპიონატზე თავისი სკოლის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო:


„ემოციები და ღელვა განმიახლდა, გამახსენდა შარშან როგორ ვიდექი მონაწილეთა რიგებში და გულის ფანცქალით ველოდი შედეგებს. ჩემს გამარჯვებაზე არანაკლებ ამაღელვებელი იყო დავითის წარმატება. უნიჭიერესი ახალგაზრდაა, უყვარს კითხვა და აქტიურადაა სასკოლო ღონისძიებებში ჩართული. თანაც, უნდა აღვნიშნო, რომ ის ხვიჩა ბიძინაშვილის ნათესავია, აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, რომლის სახელსაც ატარებს ჩვენი სკოლა. ასე რომ, ორმაგი სიამაყით შევხვდით ამ გამარჯვებას“

ნათიამ „ეტალონის“ მონაწილეები გაამხნევა, მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გადაცემა „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნების სურვილი გამოთქვა:

„ეტალონს“ ბავშვობიდან ვუყურებდი და  ამ გადაცემაში მონაწილეობა ოცნებად მქონდა ქცეული. გავიდა დრო და ჩანაფიქრი ასრულდა, „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, მაგრამ ის სურვილი, რომ ტელეეთერში მთელ საქართველოს ეხილა, აუსრულებელ ოცნებად დარჩა. გული დამწყდა, მაგრამ ამ ფაქტისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია მანამ, სანამ გამარჯვების შემდეგ უამრავი ხალხის ინტერესს არ წავაწყდი, უნდოდათ გაეგოთ სად შეიძლებოდა კონკურსის ჩანაწერის ნახვა და ჩემი წარმატების გაზიარება. ვუთხარი, რომ Etaloni.ge-ზე შეძლებდნენ სიახლეების გაცნობას, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ ნიჭის ზეიმის ცოცხალი თანამონაწილეობა სურდათ. მაშინ მივხვდი, რომ „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება მხოლოდ ჩემი სურვილი არ ყოფილა, „ეტალონი“ ხალხს უყვარს და ხალხს სჭირდება. ტელევიზიას ხომ დიდი ძალა და სივრცე აქვს, ის მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს განათლების პოპულარიზებასა და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში.“

ნათია გურაშვილი სხვა „ეტალონ მოსწავლეებთან“ ერთად საინიციატივო ჯგუფის შექმნაზე აქტიურად ფიქრობს. ამბობს, რომ ნომერ პირველი საგანმანათლებლო გადაცემა „ეტალონი“ უნდა დაუბრუნდეს სატელევიზიო სივრცეს, კონკრეტულად- საზოგადოებრივ მაუწყებელს და ამისთვის „ეტალონელები“ ძალისხმევას არ დაიშურებენ:

„ვიცი სხვა ეტალონელების დამოკიდებულებაც, არაერთხელ გვინატრია „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება. სიამოვნებით შევქმნიდი საინიციატივო ჯგუფს ჩემს თანატოლებთან ერთად, შევაგროვებდით ხელმოწერებს და ჩემს აუსრულებელ ოცნებას - ნიჭისა და წარმატების საჯარო გაზიარებას- მომავალ „ეტალონელებს“ ავუსრულებდი...“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის

2025 წლის გამოცდებზე რეგისტრაცის დაწყების თარიღი დღეს გახდება ცნობილი

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
სკოლაში IV კლასის მოსწავლის  - ანდრია ალთუნაშვილის წარმატებას აღნიშნავენ

„მეცადინეობის პროცესში გავიგეთ ბევრი რამ აფხაზეთის ულამაზეს ბუნებაზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება