მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N71 საჯარო სკოლის III/4 კლასში თემაზე - „ჯანსაღი კვება და ვიტამინები“ გაკვეთილი ჩატარდა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ეკატერინე მაისურაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას.
„მოგეხსენებათ ბავშვების უმრავლესობას მიდრეკილება აქვთ არც თუ ისე სასარგებლო საკვებისაკენ, (ტკბილეული, ჩიფსები და ა.შ) აქედან გამომდინარე დაიგეგმა ეს აქტივობა. გვინდოდა ყურადღება გაგვემახვილებინა ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე და სწორ კვებაზე, რომ ბავშვმა მიიღოს ის ვიტამინები, რომლებიც ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის სჭირდება. გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეთა მშობლები, (ქეთევან გოგოლაძე, თამთა მინდიაშვილი, ნანა ჩიტაშვილი და სოფო სიმონია) გაკვეთილი მათ წარმართეს, ისაუბრეს ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. მშობლებმა კლასში ბავშვების დახმარებით ასევე სალათები დაამზადეს და დააგემოვნეს. ბავშვების ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ასევე მინდა გითხრათ რომ კლასის მოსწავლეთა 100% ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში izrune.ge-ში არის ჩართული. ჩვენ უკვე მეგობრული კლასი ვართ, მოსწავლეები ყოველთვის დიდი ემოციით ელოდებიან ტესტებს, გვაქვს წარმატების კედელიც“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.