სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ჩვენი ძალიან სანდო პარტნიორია“ – „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლენილია
01-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ხაშურის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც „ხაშურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე, ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები კოტე ფრუიძე და ნინო ლომსაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ ჯანაშვილის თქმით, „ეტალონი“ ზრუნავს , რომ ახალგაზრდობა ლიდერებად ჩამოაყალიბოს და მათ პირველობისთვის ბრძოლა ასწავლოს:

„ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის. მათ უყალიბდებათმიზანსწრაფვა, პირველობისთვის ბრძოლა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ლიდერები და დღეს ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ კიდევ ერთხელ დავინახეთ რა ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდობა გვყავს. დღევანელი ჩემპიონატის მსვლელობის დროს მე თვითონაც ახალგაზრდობაში დავბრუნდი და მეც ისევე ვიყავი ჩართული და ისევე ვცდილობდი ყველა კითხვაზე სწორი პასუხის დაფიქსირებას, როგორც თითოეული მონაწილე.“

მერის მოადგილემ, ზურაბ ჩხიტუნიძემ მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ მომავალი თაობისთვის გაწეული საქმისთვის:

„ძალიან მნიშვნელოვანია „ეტალონი“ ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ვიტყოდი, რომ დღევანდელი თაობა უფრო პროგრესული და განვითარებულია. ეს პროექტიც სწორედ ამის ხელშეწყობას ემსახურება. მინდა, მადლობა გადავუხადო „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს.“

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ „ეტალონისა“ და მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სისტემის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსწავლეები ინტელექტ- ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ემზადებიან: 

„ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ „ეტალონი“ არის ხაშურის საგანმანათლებლო სისტემის ძალიან სანდო პარტნიორი. რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დღევანდელ ჩემპიონატში, ყველა სკოლას ყავდა წარმომადგენელი მონაწილის სახით. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა „ეტალონს“, რომელიც  მიდის ყველა სკოლაში, ყველა მოსწავლესთან და ყველა ოჯახში. მშობელთა ინფორმაციულობა და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის, Izrune.ge-სთან ერთად უზრუნველყოფს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში ჩართული იყოს ყველა სოციალური რგოლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესი- ოჯახი. ჩვენი მოსწავლეები ძალიან აქტიურად მეცადინეობენ. ხშირად გადიან კონსულტაციებს პედაგოგებთანაც და ცდილობენ ჩემპიონატს შეხვდნენ მომზადებულნი. მივულოცავ კიდევ ერთხელ გამარჯვებულ მოსწავლეს, რომელიც ჩვენთვის უცხო ნამდვილად არ არის. ის ძალიან ნიჭიერი, აქტიური მოსწავლეა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთგზის ასახელებს მუნიციპალიტეტს.“

ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ინტელექტ- ჩემპიონატის ფინალი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ხაშურის N3 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგისთვის. ფატი ზარხოზაშვილი „ხაშურის ეტალონ მოსწავლეს“ მეხუთე კლასიდან ასწავლის და მისი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა: 

„ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის. უზომოდ გახარებული ვარ და მინდა გითხრათ ჩემპიონატის ასეთ დასასრულს ველოდი კიდეც. ბარბარე არის უნიჭიერესი და ძალიან აქტიური მოსწავლე. ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში ხაშურის წარმომადგენელია და გასულ წელს, ერთი წელი ამერიკაში ისწავლა, ასევე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსწავლეები ძალიან ბევრს მეცადინეობენ და მათში „ეტალონი“ ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რომ ეს არის პროექტი, სადაც შრომა აუცილებლად დაუფასდებათ.“

„ხაშურის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი ხაშურის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ბარბარე ჭყოიძემ მოიპოვა. ბარბარეს თქმით, მან წელს მეორედ მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობა და მიღებული გამოცდილება დღევანდელი წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარა:

„ჩემთვის გამარჯვება, თავდაპირველად, წარმოუდგენელი იყო. ორი წლის წინ ჩემპიონატში მესამე ადგილი დავიკავე და ვფიქრობ, მაშინდელი ეგამოცდილება დღეს ძალიან დამეხმარა. იმედია, კიდევ ბევრ ეტაპს გადავლახავ წარმატებით. მოვუწოდებ ჩემს თანატოლებს მეტი წაიკითხონ, მეტი მოინდომონ და სჯეროდეთ რომ ეს შრომა მათ აუცილებლად დაუფასდებათ.“ 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ხაშურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება