მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დისციპლინარული სკოლების და ფაკულტეტების გადაჯგუფება ძალიან ხშირად ხდება.
ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ ჟურნალისტებთან გიორგი ქადაგიძის ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ახალი ფაკულტეტი შეიქმნა და მას ახალი ხელმძღვანელი სჭირდება. ზედანიას ცნობით, ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია შეიტანოს განაცხადი და თანამდებობისთვის იბრძოლოს.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ცვლილებები და რეორგანიზაციები არის სრულიად ჩვეულებრივი. დისციპლინარული სკოლების და ფაკულტეტების გადაჯგუფება ძალიან ხშირად ხდება. ამ შემთხვევაში შეიქმნა ახალი ფაკულტეტი, რომელშიც რამდენიმე სკოლა და პროგრამა გაერთიანდება, ეს ინტერდისციპლინარული ფაკულტეტი იქნება მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების. შესაბამისად, რადგან ახალი ფაკულტეტი შეიქმნა, მას ახალი ხელმძღვანელი სჭირდება. ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადდა კონკურსი და ამ ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია შეიტანოს განაცხადი და თანამდებობისთვის იბრძოლოს“,-განაცხადა გიგამ ზედანიამ
ჟურნალისტების კითხვაზე როგორ უპასუხებს გიორგი ქადაგიძის ბრალდებას, რომ უნივერსიტეტს სიახლეების მიღება უჭირს, ზედანია ამბობს, ამ აზრს ვერ გაიზიარებს.
„ამ აზრს ნამდვილად ვერ გავიზიარებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო და დღემდე რჩება სიახლეებისადმი ძალიან ღია ინსტიტუციად. ეს რეფორმაც, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ერთ-ერთი დასტურია ამის“,-აღნიშნა მან.
ასევე იხილეთ: გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა