მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგებისა და აპელაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის.
2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გამსვლელი ქულები
2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა
საპრეტენზიო განაცხადის ფორმა ოლიმპიადა 2019.doc
აპელაციის პროცესის შემდეგ მეორე ტურში გამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2019 წლის 4 და 5 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე (რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში).
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.
ასევე იხილეთ: 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის ტესტური დავალებები და სწორი პასუხები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს