მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელსვე მოიხსნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა გამოცდებისთვის მომზადებაზე. ჩვენი მიზანია სკოლის როგორც განათლების ფუნდამენტის გაძლიერება. სწორედ ეს გახლავთ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. სკოლებში დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარება არ არის განათლების მიღების მოტივატორი. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი კვლევის, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და განათლების სხვადასხვა სექტორთან კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა, რომ წინა რეფორმის შედეგად ცოდნის ხარისხი არ გაუმჯობესებულა!
ამავე დროს, სახელმწიფოსთვის საატესტატო გამოცდების ორგანიზება, მშობლებისთვის კი შვილის სკოლის გარეთ მომზადება, სრულიად არარელევანტური, საკმაოდ დიდი ხარჯია. ამიტომ, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით - 2019 წელს მე-11 კლასისთვის, ხოლო 2020 წელს - მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, იმისათვის, რომ თანაბარი პირობები შეგვექმნა ყველასთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასებს. აქვე მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს. ეს სისტემა მხოლოდ 2020 წლიდან შეიცვლება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება 2020 წელს იგეგმებოდა, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის კი წელსვე მოიხსნებოდა. აღნიშნულმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების მოთხოვნით, ბათუმში მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართეს. საპროტესტო აქცია, 3 თებერვალს თბილისში მცხოვრებმა მე-12 კლასის მოსწავლეებმაც დააანონსეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“
დირექტორმა სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა