მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სკოლა არის ნებისმიერი სახელმწიფოს წარმატების ფუნდამენტი.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
მისი თქმითვე, გამოცდები არ არის უნივერსალური იდეა, უნივერსალური იდეა გახლავთ ცოდნის მიღება და ადამიანური კაპიტალის შექმნა.
„ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი თაობა გამოცდებისთვის მოვამზადოთ. სკოლა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობას მივცეთ განათლება. რა თქმა უნდა, გამოცდები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ განათლების სისტემა იყოს წარმატებული, მაგრამ ჩვენ თუ ავიღებთ ყველაზე წარმატებული ქვეყნების პრაქტიკას, ვნახავთ, რომ გამოცდები არ არის უნივერსალური იდეა, უნივერსალური იდეა გახლავთ ცოდნის მიღება და ადამიანური კაპიტალის შექმნა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ ასევე სკოლაში უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება.
„რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან დავაანონსეთ ამ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები. ჩვენ სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სკოლებში გვაქვს ბულინგის პრობლემა და ეს არ გახლავთ მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაიდო ამ პრობლემასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვფიქრობ, იქნება წარმატებული. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს სკოლებში უსაფრთხოების დონე მნიშვნელოვნად ამაღლდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლების რეფორმა იქნება დაკავშირებული ბევრი პრობლემის აღმოფხვრასთან, რადგან მემკვიდრეობა ძალიან მძიმეა. მისი ცნობით, პირველ ეტაპზე გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად მომავალ კვირას წარუდგენს.
„განათლება არის ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი, ამ რეფორმამ უნდა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას მდგრადი განვითარება. ჩვენ რამდენიმე ფაზად დავყავით ეს რეფორმა, პირველი ნაბიჯები, რომელიც უკვე გადავდგით, ამის შესახებ პრეზენტაციას განათლების მინისტრთან ერთად მომდევნო კვირას ვაპირებ. შემდეგი ნაბიჯი გვექნება მაისში და ამის შემდეგი ეტაპი იქნება შემოდგომაზე. ამ რეფორმის წარმატება გამოიხატება იმაში, რომ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს განათლების სექტორის დომინანტობა ჩვენს ეკონომიკაში. იმიტომ, რომ საქართველოში შევქმნათ განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი ჩამორჩენა 90-იან წლებში, როდესაც განათლება და ეკონომიკა ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან მძიმე დარტყმა. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა აღმოვფხვრათ და განათლება და ეკონომიკა უნდა ვითარდებოდეს პარალელურად. ამ რეფორმის შედეგად ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ განათლების სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში ჰქონდეს მინიმუმ 10-12 პროცენტიანი წილი, ეს არის ის მინიმალური ოდენობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 21-ე საუკუნეში ნებისმიერი ერისთვის, მათ შორის ქართველი ერისთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა, მისი განვითარება, შესაბამისად, ჩვენი ეკონომიკის განვითარება და კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ საგნებს უნდა მიეთითოს გაუქმება ან წაშლა და რა თარიღით უნდა ასახოთ საგანი, რომელც II სემესტრიდან ისწავლება
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
კლუბური მუშაობის ფარგლებში, მოსწავლეები მრავალფეროვან აქტივობებში არიან ჩართულნი
საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება